ზარის მოთხოვნა

“სტაიაკის” – მდგომი მილის გაწმენდა

დაგვიკავშირდით

კანალიზაციის მდგომი მილი არის ვერტიკალური მილი, რომელიც  შენობის სხვადასხვა სართულის სანტექნიკურ სისტემებს ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან აკავშირებს. ამ მილის საშუალებით მოძრაობს წყალი და ნარჩენები ზემოდან ქვემოთ, ძირითადად სანტექნიკური მოწყობილობებიდან, როგორიცაა უნიტაზები, ნიჟარები, აბაზანის ტრაპები და სხვ.

ბუნებრივია, ვერტიკალური მილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანალიზაციის სისტემის გამართულ მუშაობაში, რადგან ის უზრუნველყოფს ნარჩენების და წყლის ეფექტურ გადინებას ცენტრალური კანალიზაციის ხაზისკენ.

რატომ იჭედება კანალიზაციის მდგომი მილი?

კანალიზაციის მილის გაჭედვის მთავარი მიზეზი ნარჩენების დაგროვებაა, კერძოდ, ცხიმი და ზეთი, თმისა და საპნის ნარჩენები და სხვ. გაჭედვა გამოწვეული შეიძლება იყოს მილების მოძველებით ან ხეების ფესვების შეჭრაით მილში. საკვების ნარჩენები, ქაღალდი და ცხიმი მილის შიგნით იკრიბება და ხელს უშლის წყლის გამართულ გადინებას. დროთა განმავლობაში ცხიმისა და ზეთის ნალექი ქმნის სქელ ფენას, რომელიც საბოლოოდ მილის სრულ ბლოკირებას იწვევს. აბაზანებში ხშირად გროვდება თმა და საპნის ნარჩენები, რაც ასევე აფერხებს წყლის ნაკადს. გარდა ამისა, მოძველებული ან დაზიანებული მილები, რომლებიც ნელ-ნელა ივსება ნალექებით ან იჟანგება, ხშირად იწვევს კანალიზაციის სისტემის პრობლემებს. ხეების ფესვები კი შეიძლება კანალიზაციის მილებში შეიჭრას და მილის სტრუქტურას სერიოზულად დააზიანოს, რაც სრულად ბლოკავს მის ფუნქციონირებას.

კანალიზაციის მილის გაწმენდა ტროსით

ტროსით გაწმენდა ეფექტური მეთოდია, რომელსაც მივმართავთ რთულად მისაწვდომი და სერიოზულად დაბინძურებული მილების გასაწმენდად. სპეციალური ფოლადის ტროსი შედის მილის შიგნით და ტრიალით აშორებს ნარჩენებს. ტროსის მოქნილობა საშუალებას იძლევა, რომ გაჭედილი მილი სწრაფად და ეფექტურად გაიწმინდოს.

კანალიზაციის მილის გაწმენდა წნევით

წნევით გაწმენდა იდეალურია, როცა მილის შიგნით დიდი რაოდენობით ნარჩენები და ნადებია დაგროვებული. წყლის მაღალი წნევის ნაკადი სწრაფად და მარტივად შლის და გამორეცხავს ნარჩენებს. ეს მეთოდი განსაკუთრებულად ეფექტურია სერიოზულად დაბინძურებული მილებისთვის, რადგან მაღალი წნევის წყალობით ნარჩენები სრულად გამოირეცხება, მილი კი გამართულ ფუნქციონირებას აღადგენს.

კანალიზაციის მილის გაწმენდა გამორეცხვით

გამორეცხვის დროს წყლის ძლიერი ნაკადის საშუალებით მილი მთლიანად ირეცხება შიგნიდან. ეს მეთოდი უზრუნველყოფს მილის შიგნით დაგროვებული ნარჩენების სრულ მოცილებას, რაც საშუალებას აძლევს სისტემას, ხანგრძლივად და გამართულად იმუშაოს. გამორეცხვა განსაკუთრებით ეფექტურია პროფილაქტიკური გაწმენდისთვის, რათა სამომავლოდ მილის გაჭედვა თავიდან ავიცილოთ.

ხელოსანი გამოძახებით კომერციული ობიექტებისთვის

ხელოსანი გამოძახებით კომერციული ობიექტებისთვის - კანალიზაციის მდგომი მილის, სტაიაკის გაწმენდის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. კორპორატიული მომხმარებლებისთვის სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადად მილის გამოწმენდით. გთავაზობთ ფართო და კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც სისტემის რეგულარულ შემოწმებას გულისხმობს შესაძლო დაზიანებების წინასწარვე თავიდან ასაცილებლად.

თბილისის მაცხოვრებლებსა და კორპორატიულ მომხმარებელს კანალიზაციის მდგომი მილის გაწმენდასთან ერთად ვთავაზობთ მწოლიარე მილის (ლეჟაკის) და კანალიზაციის ჭის წმენდასაც. ჩვენი სანტექნიკოსები კანალიზაციის გასაწმენდად იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, როგორებიცაა კანალიზაციის გაწმენდა წნევით, ტროსით, გამორეცხვით, პნევმატური საწმენდით და რეცხვა ჭავლით. გარდა გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდის სამუშაოებისა, Handymen მომხმარებელს სთავაზობს სანტექნიკის ხელოსნის სერვისს ნიჟარის მონტაჟისთვის, უნიტაზის შეკეთება-შესაცვლელად, სიფონის შესაკეთებლად და სხვ.

დამატებითი სერვისები

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

სასმელი წყლის წერტილის შექმნა-შეკეთება-გაუქმება

სასმელი წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

ხშირად დასმული კითხვები

ფასი დამოკიდებულია მილის მდგომარეობაზე, გაჭედვის სირთულესა და არჩეულ მეთოდზე (ტროსი, წნევა ან გამორეცხვა). ზუსტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

გაწმენდის პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მილის დაბინძურების დონეზე და გამოყენებულ მეთოდზე. როგორც წესი, სამუშაო 1-2 საათს გრძელდება.

წნევით გაწმენდა სრულიად უსაფრთხოა, თუ ამას პროფესიონალი აკეთებს. წყლის მაღალი წნევის ნაკადი ასუფთავებს მილის შიგნით დაგროვებულ ნარჩენებს ისე, რომ არ დააზიანოს მისი სტრუქტურა.