კანალიზაციის რეგულარული წყლის სისტემის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია. გაჭედილი კანალიზაცია სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის, რადგან არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს, არამედ წყლის გაჭედვას და მილებიდან უკან ამოსვლას იწვევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში დროულად გამოიძახოთ სანდო და პროფესიონალი სანტექნიკოსი, რომელმაც იცის, როგორ გაუმკლავდეს სწრაფად და ეფექტურად ამ ყველასთვის უსიამოვნო პრობლემას.
Handymen-ში კანალიზაციის გაწმენდის რამდენიმე მეთოდს ვიყენებთ, რომლებზეც ქვევით ვისაუბრებთ.
მილების გაწმენდა ტროსით
კანალიზაციის გაწმენდა ტროსით ტრადიციული და ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია. ამ დროს გამოიყენება ფოლადის სპეციალური ტროსი, რომელიც შედის მილში და ტრიალით აშორებს ნალექებს, ცხიმს, თმას და მსგავს ნარჩენებს. ტროსის სიგრძე და მოქნილობა საშუალებას იძლევა, რომ გაჭედილ მილებში მარტივად შევიდეს და ნარჩენებისაგან ეფექტურად გაათავისუფლოს.
მექანიკური ტროსის გამოყენებით შესაძლებელია მილის შიგნით არსებული ნარჩენების სწრაფად ამოღება. ეს მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს მაშინ, როცა კანალიზაციის გაჭედვის მიზეზი საკვები ნარჩენები, ცხიმი და დაგროვებული ნალექებია.
წნევით გაწმენდა
კანალიზაციის გაწმენდა წნევით შედარებით თანამედროვე მეთოდია, რომლის მიხედვითაც გაჭედილი მილების გასაწმენდად გამოიყენება წყალი მაღალი წნევით. ამ დროს წყლის ჭავშლი შედის მილებში და აშორებს დაგროვებულ ნარჩენებს. კანალიზაციის გაწმენდა წნევით განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს რთულად გაჭედილი მილების შემთხვევაში, რადგან წყლის წნევა საშუალებას იძლევა მივწვდეთ ისეთ სიღრმეებს, სადაც მექანიკური მეთოდებით ვერ მივაღწევთ.
წნევით წმენდას მივმართავთ დიდი სისტემების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც მილების გაჭედვის რისკი მაღალია.
პნევმატური საწმენდით გაწმენდა
როდესაც ნარჩენები მჭიდროდ არის ჩაჭედილი მილში და მექანიკური ტროსი ვერ აღწევს მათ, კანალიზაციის გაწმენდისას პნევმატურ აპარატს ვიყენებთ. ეს მეთოდი გულისხმობს ჰაერის წნევის საშუალებით გაჭედილი მილების სწრაფად და ეფექტურად გასუფთავებას.
გამორეცხვა
კანალიზაციის გამორეცხით გაწმენდის შემთხვევაში წყალი გამოიყენება. თუმცა, წნევით გამორეცხვისგან იმით განსხვავდება, რომ ის მილის სრულ გამორეცხვას გულისხმობს. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ შემთხვევაში, როდესაც მილი სავსეა ნარჩენებით, რომლებიც ამორეცხვას ექვემდებარება.
კანალიზაციის გაწმენდა კომერციული ობიექტებისთვის
Handymen-ის სანტექნიკოსები კანალიზაციის გაწმენდის სერვისს სთავაზობენ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ჩვენი სერვისები კორპორატიული მომხმარებლისთვის არის მოქნილი და ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული.
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სერვისი?
ჩვენი გამოცდილი ხელოსანი გამოძახებით თბილისის მაცხოვრებლებსა და კორპორატიულ მომხმარებელს სთავაზობენ კანალიზაციის მილების სრულყოფილ გაწმენდას ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით. ჩვენი თითოეული სერვისი მორგებულია თქვენს უნიკალურ საჭიროებებზე, რაც იძლევა გარანტიას, რომ სისტემა დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს გამართულ ფუნქციონირებას.