უნიტაზის გაჭედვა მოულოდნელი და დიდი დისკომფორტის გამომწვევი შემთხვევაა, რაც გამოვლინდება უნიტაზში წყლის აწევით, უსიამოვნო სუნით, წყლის გაჭედვით. უნიტაზის გაჭედვა ნიშნავს უნიტაზის კანალიზაციის მილის გაჭედვას. მილი შეიძლება რამდენიმე მიზეზით გაიჭედოს, მაგალითად, თუ უნიტაზში აგდებენ ისეთ ნივთებს, როგორებიცაა სველი ხელსახოცები, ბამბის ჩხირები, თმები და სხვა მყარი საგნები. ნარჩენები კანალიზაციის მილში იყრის თავს, იკავებს დიდ ადგილს და წყლის გატარებას უშლის ხელს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სველი ხელსახოცებს, პლასტმასსა და პამპერსებს, ვინაიდან ნივთიერებები, რომლებსაც ეს საგნები შეიცავს, ძალიან ნელა იშლება და უნიტაზის გაჭედვას იწვევს.
Handymen გთავაზობთ სანტექნიკოსს გამოძახებით, რომელიც სხვადასხვა მეთოდით გაჭედილი უნიტაზის მილის სწრაფ და ეფექტურ გაწმენდაში დაგეხმარებათ.
გაჭედილი უნიტაზის გაწმენდა ტროსით
ტროსი იდეალურად მუშაობს მაშინ, როცა უნიტაზის შიგნით დაგროვებულია რთულად მოსაშორებელი ნარჩენები, როგორიცაა ქაღალდი, თმა ან სხვა დაბინძურება. სპეციალური ფოლადის ტროსის საშუალებით, სანტექნიკოსი ღრმად შედის მილის შიგნით და ტრიალით აშორებს დაბინძურებას. ტროსით გაწმენდა ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ დაბინძურებასთან გამკლავება მექანიკური ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი.
გაჭედილი უნიტაზის გაწმენდა წნევით
ამ შემთხვევაში გამოიყენება მაღალი წნევის წყლის ნაკადი, რომელიც სწრაფად და მარტივად აშორებს დაბინძურებას მილიდან. წნევით გაწმენდა უზრუნველყოფს, რომ მილი მთლიანად გაიწმინდოს და წყლის ნაკადმა დაუბრკოლებლად შეძლოს გასვლა. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია მძიმე დაბინძურების დროს, როცა სტანდარტული, მექანიკური მეთოდი არ არის საკმარისი.
გაჭედილი უნიტაზის გაწმენდა გამორეცხვით
ეს მეთოდი უნიტაზის სრულად, საფუძვლიანი გაწმენდისთვის გამოიყენება. წყლის ძლიერი ნაკადის გამოყენებით, მილი მთლიანად გაიწმინდება ნარჩენებისგან, რაც ხელს შეუშლის უნიტაზის ხელახლა გაჭედვას. გამორეცხვა უზრუნველყოფს იდეალურ სისუფთავეს და უნიტაზის მილის გამართულ მუშაობას.
სერვისი კორპორატიული მომხმარებლისთვის
გაჭედილი უნიტაზის გაწმენდის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. კორპორატიული მომხმარებლებისთვის სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადად მილის გამოწმენდით. ჩვენ გთავაზობთ ხელოსნის ოფისში გამოძახების სერვისს, ფართო და კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც სისტემის რეგულარულ შემოწმებას გულისხმობს შესაძლო დაზიანებების წინასწარვე თავიდან ასაცილებლად.
თბილისის მაცხოვრებლებს უნიტაზის გაწმენდასთან ერთად ვთავაზობთ გაჭედილი ნიჟარის მილის, ტრაპისა და ბიდეს წმენდასაც. ჩვენი სანტექნიკოსები გაჭედილი სანტექნიკური მოწყობილობების გასაწმენდად იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, როგორებიცაა კანალიზაციის გაწმენდა წნევით, ტროსით, გამორეცხვით, პნევმატური საწმენდით და ჭავლით. გარდა გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდის სამუშაოებისა, Handymen მომხმარებელს სთავაზობს სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟს, როგორიცაა უნიტაზის შეკეთება, ნიჟარის მონტაჟი, ბიდეს შეკეთება და სხვ. თუ თქვენი უნიტაზი ხშირად იჭედება და სხვა ტიპის დაზიანებებიც უჩნდება, გთავაზობთ ხელოსანს გამოძახებით, რომელიც უნიტაზის მონტაჟსა და შეკეთებას და ნებისმიერი ტიპის სანტექნიკურ სამუშაოს ფარავს.