თუ ახალი უნიტაზის დამონტაჟება, არსებულის შეკეთება ან შეცვლა გჭირდებათ, Handymen სწრაფ და პროფესიონალურ ხელოსნის გამოძახების სერვისს გთავაზობთ.
უნიტაზის მონტაჟი-დაყენება
როგორც წესი, უნიტაზის დამონტაჟება ახალგარემონტებულ სივრცეებში ხდება საჭირო. ჩვენი გამოცდილი სანტექნიკოსები უზრუნველყოფენ უნიტაზის სწორად და უსაფრთხოდ დაყენებას, რაც ხელს უწყობს სისტემის გამართულ და გრძელვადიან მუშაობასა.
უნიტაზის შეკეთება
თუ თქვენი უნიტაზი წყალს არ ინახავს ბაკში, წვეთავს ან მუდმივად უშვებს წყალს, ეს ნიშნავს, რომ ის დაზიანებულია და შეკეთება სჭირდება. ამასთან, უნიტაზს შეიძლება სხვა ფიზიკური ტიპის დაზიანებებიც ჰქონდეს, მაგალითად, გაფუჭებული იყოს დასაჯდომი. ჩვენი სანტექნიკოსები შეამოწმებენ წყლის სისტემას, ბაკის მექანიზმსა და სხვა ნაწილებს, რათა უნიტაზმა გამართულად იფუნქციონიროს.
უნიტაზის გამოცვლა
დაზიანებული ან გაუმართავი უნიტაზის შეცვლა ერთადერთი გამოსავალია, თუ მისი შეკეთება შეუძლებელია ან უფრო დიდ ხარჯებს მოითხოვს, ვიდრე ახლის დაყენება. უნიტაზის შეცვლა მოიცავს როგორც ძველი სისტემის დემონტაჟს, ისე ახალი მოწყობილობის დაყენებას.
უნიტაზის ხელოსანი კომერციული ობიექტებისთვის
კერძო პირების გარდა, ჩვენი სერვისი ვრცელდება კორპორატიულ მომხმარებლებზეც. ხელოსნის სერვისი ოფისებისთვისა და ისეთი ობიექტებისთვის, როგორიცაა სასტუმროები, ოფისები, რესტორნები და სხვა, უნიტაზის გამართულად მუშაობა აუცილებელია. ჩვენი სანტექნიკი გამოძახებით დაგეხმარებათ ახალი უნიტაზის დამონტაჟებაში, არსებულის შეცვლასა და შეკეთებაში.