წყლის ფილტრი პასუხისმგებელია წყლის სისუფთავეზე. დროთა განმავლობაში წყლის ფილტრები ბინძურდება და აღარ ასრულებს თავის ფუნქციას ეფექტურად. იმისთვის, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნათ, საჭიროა, დაამონტაჟოთ ან შეცვალოთ წყლის ფილტრი. Handymen გთავაზობთ სანტექნიკოსს გამოძახებით ფილტრის შეცვლისა და მონტაჟის სერვისს, რაც ხელს განაპირობებს წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და სისტემის გამართულად მუშაობას.
წყლის ფილტრის შეცვლა
წყლის ფილტრის შეცვლა აუცილებელია მაშინ, როცა ფილტრი ამოწურავს თავის რესურსს და სათანადოდ აღარ ასუფთავებს წყალს. დაძველებული ფილტრები ვეღარ ასუფთავებენ წყალს ქვებისა და სხვა უცხო ობიექტებისგან, რაც მილების დაზიანებასა და მთლიანად სისტემის გაუამართავობას იწვევს. შესაბამისად, წყლის ფილტრის დროული შეცვლა არა მხოლოდ წყლის ხარისხს აუმჯობესებს, არამედ გიცავთ სამომავლოდ არასაჭირო ხარჯებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, რემონტისგანაც.
წყლის ფილტრის მონტაჟი
წყლის ფილტრების დაყენება ახალი სისტემის მონტაჟისას ან უკვე არსებული სისტემის განახლებისას აუცილებელია იმისთვის, რომ საცხოვრებელ ან კომერციულ ფართს სუფთა წყალი მიეწოდებოდეს. სწორად დამონტაჟებული და ხარისხიანი ფილტრი ეფექტურად აშორებს წყლიდან ქვებს, ხრეშს და სხვა მყარ ნაწილაკებს და შედეგად მილების გაჭედვას უშლის ხელს. Handymen-ში ვიყენებთ ხარისხიან მასალებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა თქვენი წყლის სისტემა დიდი ხნის განმავლობაში გამართულად მუშაობდეს.
სერვისი კორპორატიული მომხმარებლისთვის
წყლის ფილტრის შეცვლისა და მონტაჟის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული მომხმარებლებისთვის. Handymen ბიზნესის მფლობელებს სწრაფ და ხარისხიან ხელოსნის გამოძახების სერვისს სთავაზობს. გამოიძახეთ ხელოსანი კომერციული ობიექტებისთვის და ჩვენი გუნდი იზრნებს თქვენს საჭიროებებზე და უზრუნველყოფს სისტემების რეგულარულ შემოწმებასაც.
სხვა სერვისები
ჩვენი კომპანია გთავაზობთ წყლის სისტემის გამართულად მუშაობისთვის საჭირო სერვისებს, მათ შორის:
- არკოს ვინტილის მონტაჟი – წყლის წნევის დასარეგულირებლად.
- წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა – გაჟონვის წერტილისა და სხვა დაზიანებების აღმოსაჩენად.
- ნიჟარის მონტაჟი და შეცვლა – სანდო და ხელმისაწვდომი სერვისი სახლებისა და ოფისებისთვის.
- წყლის გამაცხელებლის შეკეთება – სწრაფი და პროფესიონალური მომსახურება გამაცხელებლის გაუმართაობის შემთხვევაში.