ზარის მოთხოვნა
WhatsApp icon Two

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

დაგვიკავშირდით

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა საჭიროა, თუ მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ მეზობელს თქვენგან წყალი ჩასდის ან სადარბაზოსა და სახლის კედლები სველდება. საქმე წყლის ჟონვასთან გვაქვს. იმისთვის, რომ დადგინდეს, საიდან ჟონავს წყალი, გამოიძახეთ სანტექნიკოსი და პრობლემის მოგვარება მას მიანდეთ. სანტექნიკოსი შესაბამისი აპარატურით მიაგნებს გაჟონვის წყაროს და დაგეხმარებათ მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვაში.

წყლის ჟონვის დადგენა თერმო კამერით

თერმო კამერა გაჟონვის ადგილის მოსაძებნად გამოიყენება და პროცესში ზედაპირს ზიანს არ აყენებს. კამერა იყენებს ინფრაწითელ გამოსახულებებს, რომლებიც ადვილად აფიქსირებს ტემპერატურის ცვლილებებს კედლებსა და მილებში. ამის საშუალებით შესაძლებელია მცირედი გაჟონვისა და მილების სხვა დაზიანებების აღმოჩენა ისეთ ადგილებშიც კი, სადაც წყლის დაგროვება ფიზიკურად შეუმჩნეველია.

წყლის ჟონვის დადგენა საპრესი აპარატით

საპრესი აპარატი მილებში წნევის გასაზომად და გაჟონვის დასადგენად გამოიყენება. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევებში, როცა გაჟონვის წყარო პატარაა ან საერთოდ დაფარულია. სანტექნიკოსს აპარატით მილებში მაღალი წნევა შეჰყავს და აკვირდება წნევის ცვლილებას. გაჟონვა აღინიშნება იქ, სადაც წნევა ეცემა. ამგვარად სპეციალისტი სწრაფად და ეფექტურად აიდენტიფიცირებს წყლის გაჟონვის ზუსტ წყაროს.

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა ოფისებისთვის

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული მომხმარებლებისთვის. Handymen ბიზნესის მფლობელებს სწრაფ და ხარისხიან სერვისს სთავაზობს. ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს საჭიროებებზე და უზრუნველყოფს წყალგაყვანილობის სისტემის რეგულარულ შემოწმებასაც.

დამატებითი სერვისები

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

სასმელი წყლის წერტილის შექმნა-შეკეთება-გაუქმება

სასმელი წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

ხშირად დასმული კითხვები

თანამედროვე აპარატურისა და გამოცდილი პროფესიონალების დამსახურებით, წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა სწრაფად იძლევა ზუსტ შედეგებს, რაც პრობლემის ოპერატიულ გადაჭრას უზრუნველყოფს.

საპრესი აპარატი გამოიყენება მაშინ, როცა წყლის მილებში წნევის კლებაზე დაკვირვებაა საჭირო, რაც საბოლოოდ მიუთითებს მცირე და დაფარულ გაჟონვებზე.

თერმო კამერა ტემპერატურის ცვლილების საშუალებით მიუთითებს გაჟონვის ზუსტ წყაროზე ზედაპირის დაზიანების გარეშე.

არა, ჩვენი სანტექნიკოსები იყენებენ თანამედროვე აპარატურას, რაც საშუალებას აძლევთ, ზედაპირის დაზიანების გარეშე მიაგნონ გაჟონვის წყაროს. 

თუ წყალი მეზობელთან ჩადის და სადარბაზოს ან/და სახლის კედლები სველდება, ეს ნიშნავს, რომ მილი დაზიანებულია და წყალი ჟონავს.