ზარის მოთხოვნა

ონკანის შეკეთება, მონტაჟი და შეცვლა

დაგვიკავშირდით

ონკანიდან წყლის წვეთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სანტექნიკური პრობლემაა, რომელსაც თითოეული მათგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც აწყდება. ონკანის სხვადასხვა დაზიანების, მათ შორის, გატეხვის, გაბზარვის, რეზინის ცვეთის და ა.შ. შემთხვევაში Handymen ონკანის შეკეთების, მონტაჟისა და შეცვლის სერვისს გთავაზობთ. ჩვენი სანტექნიკოსები ონკანთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარვეზს სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრიან და დაგეხმარებიან ახალი ონკანის დამონტაჟებაშიც. 

ონკანის შეკეთება

როგორც წესი, ონკანი წვეთავს მაშინ, როცა რეზინის ამორტიზატორი ან ონკანის სხვა რომელიმე ნაწილია დაზიანებული. ჩვენი სერვისი მოიცავს რეზინის ამორტიზატორის და სხვა დაზიანებული ნაწილების შეკეთებას, რაც ხელს უწყობს ონკანის გამართულ მუშაობას და წყლის გაჟონვის მომენტალურად შეჩერებას.

ონკანის შეცვლა

თუ ონკანს გამოუსწორებელი დაზიანება აქვს და შეკეთებას არ ექვემდებარება, მისი გამოცვლა ხდება საჭირო. ჩვენი გუნდი დაზიანებულ ონკანს მოხსნის და დააყენებს ახალს სწრაფად და გამართულად. 

ონკანის მონტაჟი

ახალი ონკანის დამონტაჟება დაგჭირდებათ მაშინ, როცა წყალგაყვანილობის სისტემა მთლიანად გამოსაცვლელია ან უბრალოდ დამატებითი ონკანის დაყენება გსურთ. როგორც სხვა ნებისმიერი სანტექნიკური მოწყობილობის შემთხვევაში, ონკანის სწორი მონტაჟი აუცილებელია სამომავლოდ გაუმართავობებისგან თავის დასაზღვევად. Handymen-ის სანტექნიკი გამოძახებით სისტემის ხანგრძლივ და უხარვეზო მუშაობაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ.

ონკანის შეკეთება და მონტაჟი კომერციული ობიექტებისთვის

ონკანის შეკეთების, მონტაჟისა და შეცვლის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული მომხმარებლებისთვის. ბიზნესებს, რომელთათვისაც სანტექნიკური სისტემის გამართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არამარტო, ვთავაზობთ რეგულარულ შემოწმებას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მის დროულად აღმოფხვრას. ჩვენი სანტექნიკოსების მომსახურების შედეგად წყლის სისტემა გამართულად და უწყვეტად იფუნქციონირებს დიდი ხნის განმავლობაში.

დამატებითი სერვისები

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

სასმელი წყლის წერტილის შექმნა-შეკეთება-გაუქმება

სასმელი წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

ხშირად დასმული კითხვები

ჩვენი სერვისები მოიცავს სიფონის, ბიდეს, უნიტაზის შეკეთება-შეცვლას და სხვ. 

ამ შემთხვევაში საჭიროა წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა, რაშიც ჩვენი სანტექნიკოსები დაგეხმარებიან.

რეზინის ამორტიზატორი საჭიროებისამებრ უნდა შეიცვალოს, მაგრამ  მისი შემოწმება რამდენიმე წელიწადში ერთხელ არის რეკომენდირებული.

ძირითადად, რეზინის ამორტიზატორის ცვეთა, რაც წყლის გამტარიანობას ზრდის და იწვევს გაჟონვას. ასევე, ონკანის გაჟონვის მიზეზი სხვა ფიზიკური დაზიანებებიც შეიძლება გახდეს.