ნიჟარის მილის გაწმენდა აუცილებელია მაშინ, როდესაც მილი გაჭედილია ნარჩენებით და წყლის ნაკადი შეფერხებულია. სამზარეულოში და აბაზანაში ნიჟარები ხშირად იჭედება ცხიმით, საკვების ნარჩენებით და თმით, რაც იწვევს წყლის გადინების პრობლემებს. Handymen გთავაზობთ ნიჟარის მილის სწრაფ და ეფექტურ გაწმენდას სხვადასხვა მეთოდით, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს.
ნიჟარის მილის გაწმენდა ტროსით
ნიჟარის მილის ტროსით გაწმენდა ტრადიციული მეთოდია, რომელიც გამოიყენება რთულად გასაწმენდ ადგილებში. სპეციალური ფოლადის ტროსის საშუალებით, მილში დაგროვებული ნარჩენები სწრაფად და ეფექტურად იშლება, რომლებსაც სანტექნიკოსი ტროსითვე ამოიღებს. ტროსით გაწმენდა იდეალურია იმ შემთხვევებში, როცა მილის შიგნით დაგროვებულია დიდი რაოდენობით ცხიმი ან საკვების ნარჩენები.
ნიჟარის მილის გაწმენდა წნევით
მაღალი წნევის წყლის გამოყენება საუკეთესო გამოსავალია, როდესაც მილი სერიოზულად დაბინძურებულია. წნევით გაწმენდა უზრუნველყოფს მილის სიღრმისეულ გაწმენდას და ნარჩენების სრულყოფილად მოშორებას, რაც ხელს შეუშლის მის ხელახლა გაჭედვას.
ნიჟარის მილის გაწმენდა გამორეცხვით
ეს მეთოდი განკუთვნილია მილის სრულად გასუფთავებისთვის. წყლის ძლიერი ნაკადის საშუალებით ხდება ნარჩენების გამორეცხვა და მილის შიგნიდან სრულად გასუფთავება, რაც სისტემის ეფექტურ გრძელვადიან მუშაობას უზრუნველყოფს.
ხელოსანი გამოძახებით კომერციული ობიექტებისთვის
ნიჟარის მილის გაწმენდის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. კორპორატიული მომხმარებლებისთვის სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადად მილის გამოწმენდით. გთავაზობთ ფართო და კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც სისტემის რეგულარულ შემოწმებას გულისხმობს შესაძლო დაზიანებების წინასწარვე თავიდან ასაცილებლად. თბილისის მაცხოვრებლებს ნიჟარის მილთან ერთად ვთავაზობთ გაჭედილი უნიტაზის, ტრაპისა და ბიდეს წმენდასაც. ჩვენი სანტექნიკოსები გაჭედილი სანტექნიკური მოწყობილობების გასაწმენდად იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, როგორებიცაა გაწმენდა წნევით, ტროსით, გამორეცხვით, პნევმატური საწმენდით და ჭავლით. გარდა გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდის სამუშაოებისა, Handymen მომხმარებელს სთავაზობს სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟს, როგორიცაა ნიჟარის მონტაჟი, უნიტაზის შეკეთება-შეცვლა და სხვ.