ტროსით კანალიზაციის გაწმენდა მილების გასუფთავების ტრადიციული და ფართოდ გავრცელებული მეთოდია. წმენდის პროცესში გამოიყენება სპეციალური ფოლადის ტროსი. იმის გამო, რომ ტროსი მოქნილი და გრძელია, სანტექნიკოსს საშუალება ეძლევა, მილში ღრმად შევიდეს და ტრიალით მოაშოროს დაგროვებული ნარჩენები, მაგალითად, ნალექები, ცხიმი, თმა და სხვა მსგავსი უცხო სხეულები.
Handymen თბილისის მაცხოვრებელსა და კორპორატიულ მომხმარებელს სთავაზობს ხელოსანს გამოძახებით, რომელიც მოიცავს კანალიზაციის პროფესიონალურ წმენდას ტროსით.
რა შემთხვევაშია ეფექტური მილების გაწმენდა ტროსით?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტროსის სიგრძე და მოქნილობა ის თვისებებია, რომლებიც მას რთულად მისაწვდომი ადგილებისთვის საუკეთესო საშუალებად აქცევს. როცა კანალიზაცია გაჭედილია ნარჩენების, ცხიმისა და სხვა ნალექების დაგროვების გამო, ჩვენი პროფესიონალები სწორედ ტროსით წმენდას მიმართავენ ხოლმე. მექანიკური მოძრაობის საშუალებით, ტროსი შლის და აფხვიერებს ნარჩენებს, შედეგად, მათგან მარტივად თავისუფლდება მილი. ტროსი იდეალურად მუშაობს როგორც სამზარეულოს, ასევე აბაზანისა და ტუალეტის საკანალიზაციო სისტემებში, სადაც ყველაზე ხშირად გროვდება რთულად მოსაშორებელი ნარჩენები. ტროსით გაწმენდა ოპტიმალური მეთოდია ისეთ შემთხვევებში, როცა პრობლემა გამოწვეულია სერიოზული დაბინძურებით. წმენდის შედეგად, სისტემა სწრაფად, მინიმალური დაზიანებებით და შეფერხების გარეშე აღდგება.
კანალიზაციის მილების ელექტრო ტროსით გაწმენდის სერვისი ოფისებისთვის
კანალიზაციის ელექტრო ტროსით გაწმენდის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. კორპორატიული მომხმარებლებისთვის სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადად მილის გამოწმენდით. გთავაზობთ ფართო და კომპლექსურ ხელოსნის მომსახურებას კომპანიებისთვის, რომელიც სისტემის რეგულარულ შემოწმებას გულისხმობს შესაძლო დაზიანებების წინასწარვე თავიდან ასაცილებლად. თბილისის მაცხოვრებლებს ვთავაზობთ კანალიზაციის გაწმენდას სხვადასხვა მეთოდით, როგორებიცაა ტროსით, წნევით, პნევმატური საწმენდით და გამორეცხვით.