კანალიზაციის გაწმენდა გამორეცხვით არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საფუძვლიანი მეთოდი კანალიზაციის გასაწმენდად, ანუ მილების შიგნით დაგროვილი ნარჩენების მოსაშორებლად. ამ პროცედურის დროს, წყალი გამოიყენება მაღალი წნევით, რომელიც შიგნიდან მთლიანად რეცხავს მილებს და შლის დაგროვებულ ნალექებს, ცხიმს, თმას და სხვა უცხო ნაწილაკებს. ეს მეთოდი კანალიზაციის სისტემის სრულად გაწმენდასა და შეუფერხებლად მუშაობას უზრუნველყოფს.
Handymen-ის პროფესიონალი სანტექნიკი გამოძახებით თბილისის მაცხოვრებლებსა და კორპორატიულ მომხმარებელს სთავაზობს კანალიზაციის გამორეცხვის უმაღლესი ხარისხის სერვისს.
რა დროს არის ეფექტური გამორეცხვით გაწმენდა?
კანალიზაციის გამორეცხვა ეფექტურია მაშინ, როდესაც მილებში დიდი რაოდენობით ნარჩენები, ცხიმი ან ნალექებია დაგროვებული. ამ მეთოდის გამოყენებისას, წყლის ძლიერი ნაკადი სწრაფად და მარტივად მოაშორებს დაბინძურებას მილის შიგნიდან, რაც ხშირად ვერ ხერხდება მექანიკური საშუალებებით.მაღალი წნევით რეცხვის მეთოდი იდეალურია სამზარეულოს, აბაზანისა და ტუალეტის საკანალიზაციო სისტემებისთვის, სადაც ყველაზე ხშირად გროვდება რთულად მოსაშორებელი ნარჩენები.გამორეცხვა საშუალებას იძლევა, რომ მილის შიგნით დაგროვებული ნივთიერებები სრულად გამოიდევნოს, ნალექები გაიწმინდოს და მილი არ გაიჭედოს. წინა მეთოდებისგან განსხვავებით, გამორეცხვით კანალიზაციის გაწმენდა გამოიყენება რეგულარული ღონისძიებაა, რათა მილი მუდმივად სწორად ფუნქციონირებდეს და სამომავლოდ არ შეექმნას პრობლემები.
სერვისი კორპორატიული მომხმარებლისთვის
კანალიზაციის გამორეცხვის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. ხელოსანი კომერციული ობიექტებისთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადად მილის გამოწმენდით. გთავაზობთ ფართო და კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც სისტემის რეგულარულ შემოწმებას გულისხმობს შესაძლო დაზიანებების წინასწარვე თავიდან ასაცილებლად. თბილისის მაცხოვრებლებს ვთავაზობთ კანალიზაციის გაწმენდას, ისევე, როგორც გაჭედილი ნიჟარისა და უნიტაზის გაწმენდას. ჩვენი სანტექნიკოსები მუშაობენ სხვადასხვა მეთოდით, როგორებიცაა კანალიზაციის გაწმენდა წნევით, ტროსით, გამორეცხვით, პნევმატური საწმენდით და ჭავლით.