გათბობისა და გაგრიელების სისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტერიერში კომფორტის შესაქმნელად, განსაკუთრებით ცვალებადი და ექსტრემალური ამინდის პირობებში. გათბობა-გაგრილების სისტემის მთავარი მიზანია ოთახში თერმული კომფორტის შექმნა, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისა და საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
აქ მოგახსენებთ თუ რა როლი შეიძლება ქონდეს ხელოსანს გათბობა-გაგრილების სისტემების მოწესრიგებაში, გათბობის ქვაბების და კონდიციონერების ეფექტურ და გამართულ მუშაობაში.
გათბობის ქვაბის მონტაჟი
გათბობის ქვაბი აუცილებელია ცივ თვეებში სითბოს უზრუნველსაყოფად.
ერთი შეხედვით გათბობის ქვაბის დაყენება საკმაოდ მარტივი ამოცანაა, რომლის შესრულებაც შეუძლია თითქმის ყველას, ვისაც აქვს მინიმალური ტექნიკური განათლება და გაგება სახლის საინჟინრო სფეროში. მაგრამ თუ ამ საკითხს უფრო დეტალურად ჩავუღრმავდებით, ყველაფერი არც ისე მარტივია, როგრც ჩანს.
გათბობის ქვაბის სიმძლავრე
პირველ რიგში გამოსათვლელია ქვაბის სიმძლავრე სახლში/ოფისში გათბობისა და წყალმომარაგებისთვის, ასევე შესარჩევია გათბობის ქვაბის ტიპი და ინსტალაციის ვარიანტი, გათბობის ქვაბი დაიდგმევა იატაკზე თუ დაიკიდება კედელზე.
გათბობის ქვაბის განთავსების ნორმები
შემდგომ, არსებობს ოთახში ქვაბის განთავსების ნორმები და წესები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს რეკომენდირებულ სტანდარტებს უსაფრთხოებისთვის, ოთახის ფართობი, მიწოდებული ჰაერის მოცულობა და ვენტილაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორებია. მხოლოდ გამოცდილ ხელოსანს შეუძლია შეაფასოს სახლის, ოფისის და სხვა ფართის საჭიროებები და დააყენოს გათბობის ქვაბი, რომელიც ეფექტურად დააკმაყოფილებს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა სახლის ზომა, იზოლაცია და ზოგადი ადგილობრივი კლიმატი. ჰენდიმენის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ არა მახოლოდ გათბობის ქვაბის დაყენებაში, არამედ მის შემდგომ მოვლაში.
რა შედის გათბობის სისტემის მოვლაში?
- გათბობის სისტემის მომზადება გათბობის სეზონისთვის
- გათბობის და თბომომარაგების სისტემების გამორეცხვა
- გაჟონვის აღმოფხვრა (სისტემის შეკეთება)
- გათბობის სისტემის დაბალანსება
- გათბობის მოწყობილობების და წყლის ჩამკეტი სარქველების შეცვლა
- გათბობის სისტემების სითბოს გადამცვლელების გამორეცხვა
კონდიციონერის მონტაჟი
ცხელ ამინდში კონდიციონერი კომფორტულს ხდის გარემოში გაჩერებას განსაკუთრებით ქალაქის პირობებში. ოფისებში და ბინებში კონდიციონერის ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ადამიანის შრომის უნარიანობის შესანარჩუნებლად. თანამედროვე სისტემებს უკვე შეუძლიათ, არა მხოლოდ შენობის შეიგნით ჰაერის გაგრილება, არამედ ჰაერის მტვრისგან გაწმენდა.
ხშირად კონდიციონერები სტანდარტების დარღვევით მონტაჟდება სახლის ფასადებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტექნიკის დემონტაჟის საჭიროება. ჰენდიმენი დაგეხმარებათ დააყენოთ კონდიციონერი წესების მიხედვით. გაიგოთ რა სტანდარტებს არეგულირებს სპლიტ სისტემების დამონტაჟება სახლების ფასადებზე, არის თუ არა შესაძლებელი მათი დაყენება და რა ალტერნატიული ვარიანტი შეიძლება განიხილოთ. კონდიციონერის მონტაჟის ადგილი დამოკიდებულია ოთახის ტიპზე, ჭერის სიმაღლეზე და სხვა. გამოცდილი ტექნიკოსი გაუმკლავდება კონდიციონერის დამონტაჟების ყველა ასპექტს, დარწმუნდება, რომ მოწყობილობა სწორად არის განლაგებული და დაკავშირებული თქვენი სახლის/ ოფისის მილსადენებთან და ელექტრო სისტემებთან.
სარემონტო მომსახურება
დროთა განმავლობაში, გათბობისა და გაგრილების სისტემებს შეიძლება შეექმნათ პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო ყურადღებას. მომსახურება შეიძლება შეიცავდეს:
რადიატორის შეკეთება: დარწმუნდით, რომ თქვენი გათბობის რადიატორები სწორად მუშაობენ, რათა თავიდან აიცილოთ არაეფექტური გათბობა.
კონდიციონერის დრენაჟის მონტაჟი: დრენაჟის საკითხების მოგვარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყლით დაზიანება და ობის გაჩენა.
სისტემის სწორი მუშაობის შესამოწმებლად და უზრუნველსაყოფად, შემდეგი სამუშაო უნდა შესრულდეს:
გაგრილების სისტემის ყველა კომპონენტი მუშაობს იმისთვის, რომ სისტემა სწორად შთანთქავდეს, გადასცემდეს და ანაწილებდეს სითბოს.
გათბობის სისტემების ხელოსანი კომპანიებისთვის
ჩვენ გთავაზობთ ხელოსნის გამოძახების სერვისს, მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების მომსახურებას დიდი გამოცდილებით, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად და ეფექტურად განახორციელონ ტექნიკური მომსახურება და, საჭიროების შემთხვევაში, გაუმართაობის დიაგნოსტიკა და ძრავის შეკეთება.
მომსახურებებში ასევე შედის:
- კონდიციონერის შეცვლა;
- კონდიციონერის ტემპერატურის სენსორის შეცვლა;
- კონდიციონერის თერმული ჩამრთველის შეცვლა;
- რადიატორის ვენტილატორის გადაბმულობის შეცვლა;
- ვენტილატორის შეცვლა;
- თერმოსტატის შეკეთება;
- გაგრილების შლანგების შეცვლა;
- ფრეონის შეცვლა;
ჩვენმა გამოცდილმა ტექნიკოსებმა იციან კონკრეტული ბრენდები, როგორიცაა კარმა, არისტონი, თერმექსი და სხვა.