ცენტრალური გათბობის ქვაბი უზრუნველყოფს თქვენს სახლში ან ოფისში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას. ჩვენი გუნდი გთავაზობთ გათბობის ქვაბის უსაფრთხო და პროფესიონალურ მონტაჟს, შეკეთებასა და შეცვლას. ჩვენი სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ ახალ ობიექტზე ქვაბის დაყენების საჭიროებისას ან ძველი ქვაბის ჩანაცვლების შემთხვევაში.
ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება
გათბობის ქვაბის რეგულარული შემოწმება სისტემის შეუფერხებელი მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენი ქვაბი ხშირად ითიშება ან საკმარისად არ ათბობს სივრცეს, Handymen მის სწრაფ და პროფესიონალურ შეკეთებას გთავაზობთ. ჩვენი ხელოსნები მარტივად გადაჭრიან ისეთ დაზიანებებს, როგორიცაა ნაწილების ცვეთა ან სისტემის გაუმართავობა. ჩვენი ხელოსნის მომსახურება მოიცავს გათბობის ქვაბის ტექნიკურ დათვალიერებას, დეტალების შეკეთებას ან შეცვლას და გათბობის სისტემის სრულ დიაგნოსტიკას. ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის ქვაბებზე - გაზის, ელექტრო თუ კომბინირებული, ისევე, როგორც სხვადასხვა ტიპის გამაცხელებლებზე, მაგალითად, წყლის გამაცხელებლის მონტაჟზე.
ცენტრალური გათბობის ქვაბის შეცვლა
მოძველებული ან დაზიანებული გათბობის ქვაბი არა მხოლოდ ენერგიის დაკარგვას იწვევს, არამედ რიგ შემთხვევებში ჯანმრთელობისთვის საფრთხესაც წარმოადგენდეს. ახალი და ენერგოეფექტური ქვაბის დამონტაჟებით შეამცირებთ ხარჯებს და სისტემის სანდოობას გაზრდით. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ქვაბის შერჩევაშიც, რომელიც საუკეთესოდ მოერგება თქვენს სივრცესა და საჭიროებებს. გამართული გათბობის სისტემის შესანარჩუნებლად ჩვენი ხელოსნები გთავაზობენ ქვაბების სრულ დემონტაჟს, ახალი სისტემის დაყენებას, სისტემის შემოწმებასა და დანადგარების ჩართვას.
ცენტრალური გათბობის ხელოსანი ოფისებისთვის
ცენტრალური გათბობის ქვაბის მონტაჟის, შეკეთებისა და შეცვლის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. ხელოსანი ოფისებისთვის მოიცავს ფართო და კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც სისტემის რეგულარულ შემოწმებას გულისხმობს შესაძლო დაზიანებების წინასწარვე თავიდან ასაცილებლად.