ზარის მოთხოვნა
WhatsApp icon Two

ცენტრალური კანალიზაციის მილის შეკეთება და მონტაჟი

დაგვიკავშირდით

კანალიზაციის სისტემის გამართულად მუშაობისთვის ცენტრალური კანალიზაციის მილის მონტაჟი და დაზიანების შემთხვევაში შეკეთება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ნებისმიერი გაუმართაობა უნდა გამოსწორდეს დროულად, რათა თავიდან აიცილოთ შემოდგომი გართულებები, რაც უფრო დიდ ხარჯებს და დისკომფორტს ნიშნავს. Handymen-ის ხელოსანი გამოძახებით საცხოვრებელ თუ კომერციულ სივრცეში კანალიზაციის მილის შეკეთებაში დაგეხმარებათ. 

ცენტრალური კანალიზაციის მილის შეკეთება ამონგრევით

თუ მილი სერიოზულად დაზიანებულია, მის შესაკეთებლად შეიძლება კედლის ან იატაკის დემონტაჟი გახდეს საჭირო. ამონგრევის პროცესი საშუალებას იძლევა, რომ ზუსტად და ხარისხიანად შესრულდეს სარემონტო სამუშაოები და სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული გაჟონვები და სხვა უსიამოვნებები.

ცენტრალური კანალიზაციის მილის მონტაჟი ამონგრევის გარეშე

თუ გარემოებები საშუალებას იძლევა, ცენტრალური კანალიზაციის მილის შესაკეთებლად გამოიყენება მეთოდი, რომელიც ამონგრევას არ საჭიროებს. ეს გზა შედარებით სწრაფი და ნაკლებად ინტერვენციულია, რაც ზოგავს დროს და ზედაპირის დაზიანებაც აღარაა აუცილებელი.

სერვისი კორპორატიული მომხმარებლისთვის

ცენტრალური კანალიზაციის მილის შეკეთებისა და მონტაჟის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული მომხმარებლებისთვის. Handymen ბიზნესის მფლობელებს სწრაფ და ხარისხიან სერვისს სთავაზობს. ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს საჭიროებებზე და უზრუნველყოფს წყალგაყვანილობის სისტემის რეგულარულ შემოწმებასაც.

ჩვენი სერვისები მოიცავს სანტექნიკურ და სხვა სამუშაოებს. მათ შორის, ვწმენდთ კანალიზაციასა და კანალიზაციის ჭას, რაც ხელს უშლის მილების ჩახერგვას და არასასიამოვნო სუნის წარმოქმნას; გთავაზობთ ცენტრალური გათბობის ქვაბის მონტაჟს გათბობის სისტემის ეფექტურად მუშაობისთვის. დამატებით, გვაქვს მილების რეცხვის სერვისი ჭავლით, რაც აუმჯობესებს წყლის ნაკადს და ხელს უშლის წყლის გაჭედვას. ჩვენი სპეციალისტები ასევე შეგიკეთებენ სიფონს, რათა წყალგამტარი სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს.

დამატებითი სერვისები

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

სასმელი წყლის წერტილის შექმნა-შეკეთება-გაუქმება

სასმელი წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

ხშირად დასმული კითხვები

დიახ, შეგიძლიათ ონლაინ პირადად გაესაუბროთ Handymen-ის ხელოსანს თქვენთვის საინტერესო საკითხზე და ის სრულიად უფასო კონსულტაციას გაგიწევთ.

პროცესი დამოკიდებულია დაზიანების მასშტაბზე, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, პროცედურა ერთ დღეში სრულდება.

დიახ, არსებობს შესაბამისი მეთოდი (ცენტრალური კანალიზაციის მილის შეკეთება ამონგრევის გარეშე), რომელიც დროში ეფექტურია და ზედაპირის დაზიანებას არ მოითხოვს.

ამონგრევა აუცილებელია, როცა მილი სერიოზულად არის დაზიანებული და პირდაპირ შეკეთება ვერ ხერხდება.