თუკი სახლში ან კომერციულ სივრცეში მოულოდნელად სანტექნიკურმა პრობლემებმა იჩინა თავი, ჩვენი სანტექნიკის გამოძახება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენი გამოცდილი ხელოსნები გთავაზობენ სანტექნიკური სერვისების ვრცელ ჩამონათვალს, რათა წყალგაყვანილობასთან დაკავშირბეული ნებისმიერი ტიპის პრობლემა სწრაფად და ხარისხიანად მოგვარდეს.
სანტექნიკოსის მომსახურება თბილისში
სანტექნიკის მომსახურების სერვისი სხვადასხვა მასშტაბის სამუშაოებს მოიცავს: ონკანის დრეკადი მილის შეცვლიდან დაწყებული, უნიტაზის შეცვლით და წყლის გამაცხელებლის მონტაჟით დამთავრებული. ჩვენი სერვისები განკუთვნილია როგორც კერძო პირებისა და მათი საცხოვრებელი სივრცისთვის, ისე კორპორატიული მომხმარებლისა და მათი კომერციული ობიექტებისთვის.
ჩვენი სანტექნიკური სერვისები
გაეცანით ჩვენი სანტექნიკური სერვისების ჩამონათვალს ქვევით:
- წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა: გამოცდილი სანტექნიკოსების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სერვისი უზრუნველყოფს წყლის გაჟონვის ზუსტ დიაგნოსტიკას და შემდგომი სამოქმედო გეგმის გაწერას.
- წყლის ნასოსის მონტაჟი და შეცვლა: ნასოსის მონტაჟი წყლის წნევის სტაბილიზაციისთვის ან დაზიანებული ნასოსის შეცვლა სისტემის გამართულად მუშაობისთვის.
- არკოს ვინტილის შეცვლა და მონტაჟი: ვინტილის დროული შეცვლა ან ახლის დამონტაჟება წყლის წნევის დასარეგულირებლად, რაც აუცილებელია სისტემის უსაფრთხო და სტაბილური მუშაობისთვის.
- წყლის წერტილის მონტაჟი და გაუქმება: ახალი წყლის წერტილის შექმნა ან არსებული წერტილის გაუქმება, როცა სისტემა განახლდება ან სივრცის განლაგება იცვლება.
- ონკანის დრეკადი მილის შეცვლა: დრეკადი მილის დაზიანების შემთხვევაში სწრაფი შეცვლა, რაც უზრუნველყოფს წყლის სწორი მიწოდებას.
- ცენტრალური კანალიზაციის მილის შეკეთება და მონტაჟი: დაზიანებული კანალიზაციის მილის შეკეთება ან ახალი მილის მონტაჟი უსაფრთხო და გამართული კანალიზაციის სისტემისთვის.
- სასმელი წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი: ფილტრაციის სისტემის მონტაჟი ან შეცვლა წყლის სისუფთავისა და სისტემის გამართულობისთვის.
სანტექნიკოსი ოფისებისთვის
სანტექნიკის მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული მომხმარებლებისთვის. Handymen ბიზნესის მფლობელებს სწრაფ და ხარისხიან ხელოსნის გამოძახების სერვისს სთავაზობს. ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს საჭიროებებზე და უზრუნველყოფს სანტექნიკური სამუშაოების რეგულარულ, ხარისხიან და სწრაფ მიწოდებას თქვენი კომპანიისთვის.