ზარის მოთხოვნა

ონკანის დრეკადი მილის შეცვლა

დაგვიკავშირდით

ონკანის დრეკადი მილი არის მოქნილი და გამძლე მილი, რომელიც ონკანს წყლის მილთან აკავშირებს და უზრუნველყოფს წყლის სწორად შეშვებას. დროთა განმავლობაში დრეკადი მილი შეიძლება დაზიანდეს ან უფუნქციო გახდეს, რაც წყლის გაჟონვას ან სისტემის არასწორ ფუნქციონირებას იწვევს. ყველაზე ხშირი პრობლემა დრეკად მილთან დაკავშირებით არის წყლის გაშვება, ჟონვა და მილის გახეთქვა. ამ დროს საჭიროა ონკანის დრეკადი მილის დაუყოვნებლივ შეცვლა, რათა წყლის სისტემამ სრულფასოვნად გააგრძელოს მუშაობა.

Handymen გთავაზობთ ონკანის დრეკადი მილის შეცვლას სწრაფად და ხარისხიანად. ჩვენი გამოცდილი ხელოსანი გამოძახებით სიზუსტით შეცვლიან მილს და სამომავლო გართულებებისგან დაგაზღვევენ.

როგორ მივხვდეთ, რომ ონკანის მილი დაზიანებულია?

დრეკადი მილი შეიძლება სხვადასხვანაირად დაზიანდეს. არსებობს რამდენიმე გარემოება, რაც მიგვანიშნებს, რომ დრეკადი მილი დაზიანებულია და გამოცვლა სჭირდება: 

  • წყლის გაჟონვა: ონკანის ან ნიჟარის გარშემო წყალი გროვდება. 
  • ვიზუალური დაზიანება: მილს აღენიშნება ვიზუალური დაზიანებები, მაგალითად, ბზარები და სხვადასხვა სახის დეფორმაცია. 
  • ხმაური: ონკანის მოშვებისას უცნაური ხმები ისმის
  • წყლის წნევის შემცირება: წყალი სწორად აღარ მიეწოდება წნევის ვარდნის გამო.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სერვისი?

ჩვენი სერვისის არჩევით, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ სამუშაო სწრაფად და ხარისხიანად შესრულდება. ჩვენი გამოცდილი სანტექნიკოსები მოგემსახურებიან პროფესიონალურად, ხოლო საუკეთესო მასალების გამოყენებით, თქვენი სისტემა ხანგრძლივად და საიმედოდ იმუშავებს. 

ონკანის დრეკადი მილის შეცვლა კომერციული ობიექტებისთვის

ონკანის დრეკადი მილის შეცვლა სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. ხელოსნის მომსახურება ოფისებისთვისა და კომერციული ობიექტებისთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადად მილის შეცვლით. გთავაზობთ ფართო და კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც სისტემის რეგულარულ შემოწმებას გულისხმობს შესაძლო დაზიანებების წინასწარვე თავიდან ასაცილებლად.  Handymen-ის სერვისი სანტექნიკი გამოძახებით ხელმისაწვდომია ბიზნესებისთვისაც, ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულყოფილ სანტექნიკურ მომსახურებას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სანტექნიკური მოწყობილობის შეცვლა-შეკეთება-მონტაჟს, მათ შორის, წყლის ნასოსის, არკოს ვინტილის, ნიჟარისა და სასმელი წყლის ფილტრის მონტაჟს.

დამატებითი სერვისები

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

სასმელი წყლის წერტილის შექმნა-შეკეთება-გაუქმება

სასმელი წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

ხშირად დასმული კითხვები

დიახ, ჩვენი მომსახურება მოიცავს ონკანის, ნიჟარისა და წყლის ფილტრის შეცვლას

დიახ, ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკურ, ასევე კორპორატიული მომხმარებლებისთვის.

ონკანის დრეკადი მილის შეცვლა საჭირო ხდება დაზიანების შემთხვევაში. ზოგადად, მისი შეცვლა რეკომენდირებულია ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.