წყლის ტუმბო მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც წყალი სხვადასხვა წყაროსთან მიაქვს: ონკანები, შხაპი, სარეცხი მანქანები და სხვ. მისი მონტაჟი და დროული შეცვლა აუცილებელია სისტემის გამართულად მუშაობისა და წყლის საჭირო წნევით მიღებისთვის.
წყლის ტუმბო წყალს იღებს წყაროდან (მაგ., ჭიდან, რეზერვუარიდან) და აწვდის ისეთ წერტილებს, სადაც ბუნებრივად წყლის წნევა დაბალია. ტუმბო წყლის წნევას ზრდის და, ამგვარად, წყალი მილებში იწყებს მოძრაობას. სწორად დაყენებული ტუმბო უზრუნველყოფს წყლის სტაბილურ მიწოდებას, ხოლო მისი გაუმართაობა ხშირად წყლის ნაკლებობას ან წნევის პრობლემებს იწვევს ხოლმე.
წყლის ტუმბოს მონტაჟი
წყლის ტუმბოს მონტაჟი საჭიროა ისეთ შემთხვევებში, როცა სისტემას წყალი ცენტრალური ქსელიდან არ მიეწოდება, ანუ თქვენს სახლში ან კომერციულ ფართში წყალი არ მოდის პირდაპირ წყალმომარაგების სისტემიდან. ამის ნაცვლად, წყლის წყაროდ გამოიყენება წყლის ჭა, რეზერვუარი ან სხვა წყარო, რომელიც დამატებით მექანიზმს - ტუმბოს- საჭიროებს. ტუმბო წყალს იღებს შესაბამისი წყაროდან და სხვადასხვა წერტილს აწვდის საჭირო წნევით. მაგალითად, თუ შენობაში წყლის ბუნებრივი წნევა დაბალია, ტუმბო გამოიყენება იმისთვის, რომ ეს წნევა გაზარდოს და წყლის მიწოდება გაუმჯობესდეს. ჩვენი პროფესიონალი სანტექნიკოსები უზრუნველყოფენ ტუმბოს სწორ მონტაჟს, რათა სისტემამ გამართულად და ხანგრძლივად იმუშავოს.
წყლის ტუმბოს შეცვლა
წყლის ტუმბოს შეცვლა ხდება მაშინ, როცა ტუმბო ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას ან დაზიანებულია. დაზიანებული ტუმბო იწვევს წყლის წნევის ცვლილებებს ან სისტემის სრულ გაუმართავობას. თუ შეამჩნევთ, რომ წყალს ძალიან დაბალი წნევა აქვს ან საერთოდ არ მოდის, დიდი შანსია, რომ ტუმბოს შეცვლა იყოს საჭირო. ჩვენი სანტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს დაზიანებული ტუმბოს დროულ შეცვლას ისე, რომ სისტემა არ დაზიანდეს და წყლის მიწოდება სწრაფადვე აღდგეს.
წყლის ტუბოს მონტაჟი და შეცვლა კომერციული ობიექტებისთვის
წყლის ტუმბოს მონტაჟისა და შეცვლის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული მომხმარებლებისთვის. Handymen-ის ხელოსანი კომერციული ობიექტებისთვის სწრაფ და ხარისხიან სერვისს სთავაზობს. ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს საჭიროებებზე და უზრუნველყოფს წყალგაყვანილობის სისტემის რეგულარულ შემოწმებასაც.წყალგაყვანილობის სისტემის სრულფასოვანი მუშაობისთვის Handymen გთავაზობთ სხვა ისეთ მომსახურებებსაც, როგორიცაა ონკანის დრეკადი მილის შეცვლა, წყლის წერტილის მონტაჟი ან გაუქმება, წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა და სხვა.



