კანალიზაციის გაწმენდის მეთოდები: როდის და რატომ?

ნებისმიერი სივრცის სწორად ფუნქციონირებისთვის გამართული საკანალიზაციო სისტემა აუცილებელია. გაჭედილმა ნიჟარის მილმა, კანალიზაციის მილმა, უნიტაზმა და ა.შ. ბევრი უსიამოვნო პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. დღეს მოგიყვებით, თუ რა იწვევს კანალიზაციის მილების გაჭედვას და რა მეთოდები გამოიყენება მათ გასაწმენდად.
როდისაა საჭირო კანალიზაციის გაწმენდა
კანალიზაციის გაწმენდის საჭიროება თავს იჩენს მაშინ, როცა მილები წყალს კარგად აღარ ატარებს, ხშირად იჭედება და უსიამოვნო სუნს გრძნობთ. მილების გაჭედვა რამდენიმე გარემოებამ შეიძლება გამოიწვიოს, რომლებზეც ქვევით გესაუბრებით:
ნარჩენების დაგროვება
დღეისათვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც იჭედება ხოლმე კანალიზაცია, არის ნარჩენების არასწორი გადამუშავება. როდესაც ნორმალურზე დიდი ზომის ნარჩენები, მაგალითად, ცხიმი ან საკვები, ხვდება მილებში, იწყება ნალექის დაგროვება. განსაკუთრებით სწრაფად ცხიმის სტრუქტურა გარდაიქმნება თხევადიდან მყარად, რაც განაპირობებს ნარჩენების აკუმულაციას და მილების გაუმტარობას. შედეგად გვაქვს გაჭედილი მილები, რომლებიც წყალს ან საერთოდ ვერ, ან ცუდად ატარებს და მთლიანი სისტემის კოლაფსს იწვევს.
უნიტაზში უცხო საგნების მოხვედრა
სამწუხაროდ, უნიტაზს არც თუ ისე ცოტა იყენებს ,,ნაგავსაყრელად” და ნარჩენების მოსაშორებლად. მაგალითად, უნიტაზში აგდებენ ისეთ ნივთებს, როგორებიცაა სველი ხელსახოცები, ბამბის ჩხირები, თმები და სხვა მყარი საგნები. ნარჩენები კანალიზაციის მილში იყრის თავს, იკავებს დიდ ადგილს და წყლის გატარებას უშლის ხელს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სველი ხელსახოცებს, პლასტმასსა და პამპერსებს, ვინაიდან ნივთიერებები, რომლებსაც ეს საგნები შეიცავს, ძალიან ნელა იშლება და უნიტაზის გაჭედვას იწვევს.
ხაზების მოძველება
კანალიზაციის გაწმენდა შეიძლება საჭირო გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ საქმე გვაქვს მოძველებულ მილებთან. ძველი მილები ხშირად და მარტივად ზიანდება: იხსნება გადაბმისა და შეერთების ადგილები, ჩნდება კოროზია და სხვა მექანიკური დაზიანებები. დროთა განმავლობაში მილების სიმტკიცე იკლებს, ამიტომაა, რომ ძველი მილები უფრო მოწყვლადია თუნდაც პატარა დაზიანებების მიმართ. ამის გამოა, რომ, უკიდურეს შემთხვევებში, საჭირო ხდება მათი მთლიანად გამოცვლა.
რა მეთოდები გამოიყენება კანალიზაციის გაწმენდისას
Handymen-ში კანალიზაციის გაწმენდის რამდენიმე მეთოდს ვიყენებთ:
1. კანალიზაციის გაწმენდა ტროსით
კანალიზაციის გაწმენდა ტროსით ტრადიციული და ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია. ამ დროს გამოიყენება ფოლადის სპეციალური ტროსი, რომელიც შედის მილში და ტრიალით აშორებს ნალექებს, ცხიმს, თმას და მსგავს ნარჩენებს. ტროსის სიგრძე და მოქნილობა საშუალებას იძლევა, რომ გაჭედილ მილებში მარტივად შევიდეს და ნარჩენებისაგან ეფექტურად გაათავისუფლოს.
ეს მეთოდი ეფექტურად მუშაობს, როდესაც პრობლემა გამოწვეულია საკვების ნარჩენების, ცხიმის ან სხვადასხვა სახის ნალექის დაგროვებით. კანალიზაცია იწმინდება ტროსით მაშინ, როცა ნარჩენების რაოდენობა დიდია და მექანიკური ძალის გარეშე მათი ამოღება შეუძლებელია.
2. კანალიზაციის გაწმენდა წნევით
კანალიზაციის გაწმენდა წნევით შედარებით თანამედროვე მეთოდია, რომლის მიხედვითაც გაჭედილი მილების გასაწმენდად გამოიყენება წყალი მაღალი წნევით. ამ დროს წყლის ჭავშლი შედის მილებში და აშორებს დაგროვებულ ნარჩენებს. კანალიზაციის გაწმენდა წნევით განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს რთულად გაჭედილი მილების შემთხვევაში, რადგან წყლის წნევა საშუალებას იძლევა მივწვდეთ ისეთ სიღრმეებს, სადაც მექანიკური მეთოდებით ვერ მივაღწევთ.
წნევის გამოყენებით ნალექებსა და ნარჩენებს სრულად გამოვრეცავთ და საკანალიზაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ხანგრძლივი პერიოდით უზრუნველვყოფთ. ამ მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია დიდი სისტემების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც მილების გაჭედვის რისკი მაღალია.
3. კანალიზაციის გაწმენდა პნევმატური აპარატით
კანალიზაციის გაწმენდა პნევმატური საწმენდით ინოვაციური მეთოდია, რომლის დროსაც გამოიყენება ჰაერის წნევას მილის გასაწმენდად. პნევმატური საწმენდი სპეციალური ხელსაწყოა, რომელიც სწრაფად ატარებს ჰაერს მილში და ნარჩენებს მილის კედლებიდან აშორებს.
ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც ნარჩენები მჭიდროდ არის ჩაჭედილი მილში და მექანიკური ტროსი ვერ აღწევს მათ. პნევმატური აპარატი ეფექტურად წმენდს ისეთ სიღრმეებს, რომლებიც სხვა მეთოდებით მიუწვდომელია.
4. კანალიზაციის გაწმენდა გამორეცხვით
გამორეცხვის შემთხვევაში კანალიზაციის გასაწმენდად წყალი გამოიყენება. თუმცა, წნევით გამორეცხვისგან იმით განსხვავდება, რომ ის მილის სრულ გამორეცხვას გულისხმობს. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ შემთხვევაში, როდესაც მილი სავსეა ნარჩენებით, რომლებიც შესაძლებელია ამოირეცხოს.
გამორეცხვა საშუალებას იძლევა, რომ მილის შიგნით დაგროვებული ნივთიერებები სრულად გამოიდევნოს, ნალექები გაიწმინდოს და მილი არ გაიჭედოს. წინა მეთოდებისგან განსხვავებით, გამორეცხვით კანალიზაციის გაწმენდა გამოიყენება რეგულარული ღონისძიებაა, რათა მილი მუდმივად სწორად ფუნქციონირებდეს და სამომავლოდ არ შეექმნას პრობლემები.
Handymen-ის ხელოსნის მომსახურება კომპანიებსა და თბილისის მაცხოვრებლებს სთავაზობს კანალიზაციის მილების გაწმენდას ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით.
FAQs
რა მეთოდებს იყენებთ კანალიზაციის გასაწმენდად?
კანალიზაციის გასაწმენდად ვიყენებთ სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის კანალიზაციის გაწმენდა ტროსით, წნევით, პნევმატური საწმენდით და გამორეცხვით.
რამდენ ხანში ერთხელ არის საჭირო კანალიზაციის გაწმენდა?
კანალიზაციის სისტემის რეგულარული გაწმენდა რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ, რათა თავიდან აიცილიოთ უსიამოვნებები .
რა ღირს კანალიზაციის გაწმენდის სერვისი?
ფასები დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე, სამუშაოს მოცულობასა და გაწმენდის მეთოდზე. მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე ან ვებგვერდზე.
როგორ ვისარგებლო სერვისით?
ხელოსნის გამოძახების სერვისის სარგებლობისთვის დაგვირეკეთ ნომერზე +99550005100 ან ვებგვერდზე აირჩიეთ საჭირო სერვისი, მიუთითეთ საჭირო დეტალები და ჩვენი პროფესიონალები მალევე მოვლენ ადგილზე.
არის თუ არა კანალიზაციის გაწმენდის სერვისი იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომი?
დიახ, თითოეული ჩვენი სერვისი გათვლილია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისა და კომერციული ფართებისთვის.