ზარის მოთხოვნა
WhatsApp icon Two

სანტექნიკის მომსახურება სახლებსა და კომერციულ ობიექტებში

plumber repairing sink pipe

სანტექნიკის სისტემა სახლისა თუ ოფისის ისეთი ელემენტია, რომელსაც, სანამ პრობლემა არ შეექმნება, ყურადღებას ძირითადად არ აქცევენ. მაგრამ, საკმარისია, სულ მცირე დაზიანება გაჩნდეს, მაშინვე ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამართულად მუშაობა. მაგალითად, ონკანი რომ წვეთავს ან უნიტაზი იჭედება, მაშინვე სერიოზული დისკომფორტის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე. თუ სანტექნიკის რომელიმე კომპონენტი გაუმართავად მუშაობს, ნებისმიერი სივრცის, საცხოვრებელი თუ კომერციულის, ყოველდღიურობა მაშინვე ირღვევა. ერთი სიტყვით, სანტექნიკური მოწყობილობები უნდა იყოს კარგად მოვლილი, რეგულარულად შემოწმებული და საჭიროებისამებრ განახლებული, რომ სრულიად მოულოდნელად საკმაოდ უსიამოვნო პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდეთ. 

ამ ბლოგში განვიხილავთ, რატომ არის მნიშვნელოვანი სანტექნიკის ხელოსნის მომსახურება, რა სახის სერვისებს გთავაზობთ Handymen-ში და როგორ გეხმარებით სანტექნიკური პრობლემების სწრაფ და ეფექტურ მოგვარებაში.

რისთვის გვჭირდება სანტექნიკის სერვისები?

ყველამ ვიცით, რომ სახლში, ოფისში, სასტუმროებში, რესტორნებსა და ნებისმიერ სხვა სივრცეში წყლის სისტემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო ზუსტად კი იმას, თუ რამდენად გამართულად მუშაობს ის. როგორც კი რამე ხარვეზი ჩნდება, კომფორტი მაშინვე გვერღვევა. სანტექნიკის მომსახურება დაგეხმარება წყლის გაჟონვის, მილების გაჭედვისა და მსგავსი უსიამოვნებების სწრაფად მოგვარებაში. ამიტომაცაა, რომ სანტექნიკი გამოძახებით არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სერვისი.

სანტექნიკის სერვისები, რომლებსაც Handymen გთავაზობთ

Handymen სანტექნიკის მიმართულებით სერვისების სრულ ჩამონათვალს გთავაზობთ.

მილის შეკეთება და შეცვლა

ჩვენი ხელოსნები შეგიკეთებენ სასმელი წყლის ან კანალიზაციის დაზიანებულ მილს ან, საჭიროების შემთხვევაში, სრულად ჩაანაცვლებენ მას. მილის დროული შეკეთება ხელს უშლის წყლის გაჟონვას და სამომავლოდ დამატებითი ხარჯებისგანაც დაგაზღვევთ.

წყლის ფილტრის მონტაჟი და შეცვლა

სუფთა წყალი მნიშვნელოვანია როგორც სახლისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ჩვენი სანტექნიკოსები გთავაზობენ წყლის ფილტრების მონტაჟსა და დროულ შეცვლას, შედეგად, წყლის ხარისხი მუდმივად მაღალი იქნება.

ონკანის შეკეთება და შეცვლა

როცა ონკანი სწორად ვერ ფუნქციონირებს, მას დროულად სჭირდება შეკეთება, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეიძლება მთლიანად გამოსაცვლელი იყოს. ონკანის სხვადასხვა დაზიანების, მათ შორის, გატეხვის, გაბზარვის, რეზინის ცვეთის და ა.შ. შემთხვევაში Handymen ონკანის შეკეთების, მონტაჟისა და შეცვლის სერვისს გთავაზობთ. 

ონკანის დრეკადი მილის შეცვლა

ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ონკანის დრეკადი მილი ხშირად ზიანდება. ჩვენი გამოცდილი სანტექნიკოსები სიზუსტით შეცვლიან ონკანის დრეკად მილს და სამომავლო გართულებებისგან დაგაზღვევენ.

წყლის გამაცხელებლის მონტაჟი და შეკეთება

ცხელი წყლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ჩვენი სერვისი წყლის გამაცხელებლების მონტაჟსა და შეკეთებას მოიცავს, რის შედეგადაც თქვენი წყლის გამაცხელებელი გამართულად იფუნქციონირებს. 

უნიტაზის მონტაჟი და შეკეთება

უნიტაზის სწორი მონტაჟი და შეკეთება მნიშვნელოვანია როგორც კომფორტის, ასევე ჰიგიენის უზრუნველსაყოფად. თუ ახალი უნიტაზის დამონტაჟება, არსებულის შეკეთება ან შეცვლა გჭირდებათ, Handymen სწრაფ და პროფესიონალურ მომსახურებას გთავაზობთ.

კანალიზაციის გაწმენდა

გაჭედილი ან დაზიანებული კანალიზაცია სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჩვენი გუნდი თბილისის მაცხოვრებლებსა და კორპორატიულ მომხმარებელს სთავაზობს კანალიზაციის გაწმენდას ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით.

წყლის ნასოსის მონტაჟი და შეცვლა

წყლის ნასოსის გამართული მუშაობა აუცილებელია წყლის სისტემის ეფექტურად მუშაობისთვის. ჩვენ გთავაზობთ წყლის ნასოსის მონტაჟს და საჭიროების შემთხვევაში მის შეცვლას, რაც წყლის სტაბილურ და თანაბარ მიწოდებას უზრუნველყოფს.

არკოს ვინტილის მონტაჟი და შეცვლა

არკოს ვინტილი სანტექნიკური მოწყობილობაა, რომელიც წყლის წნევის რეგულირებისა და კონტროლისთვის გამოიყენება. მისი მთავარი ფუნქციაა, უზრუნველყოს წყლის წნევის სტაბილურობა და სისტემის სხვა ნაწილების გამართული მუშაობა. Handymen-ის სერვისი არკოს ვინტილის შეცვლასა და მონტაჟს უზრუნველყოფს.

ბიდეს მონტაჟი და შეკეთება

ბიდეს მონტაჟი და შეკეთება კორპორატიული და ფიზიკური მომხმარებლისთვის მოიცავს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ბიდემ ხანგრძლივად და გამართულად იმუშავოს.

ნიჟარის მონტაჟი და შეცვლა

გატეხილი, გაბზარული ან გახვრეტილი ნიჟარა შეიძლება წყლის გაჟონვას და სხვა სერიოზულ პრობლემებს იწვევდეს, ამიტომ მისი დროული შეცვლა აუცილებელია. თუ ახალი ნიჟარის მონტაჟი ან არსებული ნიჟარის შეცვლა გჭირდებათ, Handymen  სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას გთავაზობთ.

სიფონის შეკეთება, შეცვლა და მონტაჟი

სიფონის მთავარი ფუნქციაა წყლისგან მსხვილ ნაწილაკების გამოყოფა და საკანალიზაციო სისტემიდან ცუდი სუნისა და ბაქტერიების შეკავება. ჩვენი სანტექნიკოები დაგეხმარებნიან სიფონის შეკეთებაში, მის შეცვლასა და ახლის მონტაჟში.

 

FAQs

რა ტიპის სერვისებს სთავაზობს Handymen სანტექნიკის მიმართულებით?

ჩვენ გთავაზობთ ონკანის შეკეთებას, უნიტაზის მონტაჟსა და შეკეთებას, წყლის გამაცხელებლის მონტაჟსა და ნებისმიერ სხვა სანტექნიკურ სამუშაოს.

რამდენად ხშირად უნდა გამოვიძახო სანტექნიკოსი?

სანტექნიკის სისტემების შემოწმება ყოველ 6 თვეში ერთხელ არის რეკომენდებული  მოულოდნელი დაზიანებებისა და ხარჯების თავიდან ასაცილებლად.

შესაძლებელია თუ არა ონლაინ კონსულტაციის გავლა?

დიახ, შეგიძლიათ ონლაინ პირადად გაესაუბროთ Handymen-ის სანტექნიკოსებს თქვენთვის საინტერესო საკითხზე და ის სრულიად უფასო კონსულტაციას გაგიწევთ.

რა ღირს სანტექნიკოსის მომსახურება?

ფასები დამოკიდებულია სამუშაოს ტიპსა და სირთულეზე. დეტალებისთვის დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე +99550005100  და ჩვენი ხელოსანი მომსახურების საფასურის დათვლაში დაგეხმარებათ.