ზარის მოთხოვნა
WhatsApp icon Two

“ლეჟაკის” – მწოლიარე მილის გაწმენდა

დაგვიკავშირდით

მწოლიარე მილი (ანუ კანალიზაციის ჰორიზონტალური მილი) ხშირად იჭედება ნარჩენების, ცხიმისა და სხვადასხვა დაბინძურების შედეგად. ამის გამო წყლის ნაკადი ირღვევა და შესაძლებელია სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ.

Handymen გთავაზობთ კანალიზაციის მწოლიარე მილის (ლეჟაკის) გაწმენდას პროფესიონალურ გაწმენდას სხვადასხვა მეთოდით, რათა წყალგაყვანილობის სისტემამ გამართულად იმუშაოს.

მწოლიარე მილის გაწმენდა ტროსით

ტროსით გაწმენდა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომელიც გამოიყენება მყარი ნარჩენები ( ქაღალდი, საკვების ნარჩენები, ცხიმი და ა.შ.) ამოსაღებად. ფოლადის ტროსი შედის მილში, მისი მოქნილობისა და სიგრძის გამო კი მარტივად აღწევს სიღრმეში და მექანიკური მოძრაობით აშორებს დაგროვებულ ნარჩენებს.

მწოლიარე მილის გაწმენდა წნევით

მწოლიარე მილს წნევით ვწმენდთ მაშინ, როცა მილის შიგნით დაგროვებულია დიდი რაოდენობით ნალექი ან ნარჩენები და მექანიკური ხერხებით მათი მოშორება შეუძლებელია. ამ მეთოდის მეშვეობით, მაღალი წნევის წყლის ნაკადი ეფექტურად შლის ნალექებსა და მყარ მასალას. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში. 

მწოლიარე მილის გაწმენდა გამორეცხვით

გამორეცხვით გაწმენდა გულისხმობს მილის შიგნიდან წყლის ძლიერი ნაკადით გასუფთავებას.  ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ შემთხვევაში, როდესაც მილი სავსეა ნარჩენებით, რომლებიც შესაძლებელია ამოირეცხოს. გამორეცხვა საშუალებას იძლევა, რომ მილის შიგნით დაგროვებული ნივთიერებები სრულად გამოიდევნოს, ნალექები გაიწმინდოს და მილი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ გაიჭედოს.

სერვისი კორპორატიული მომხმარებლისთვის

კანალიზაციის გაჭედილი ჰორიზონტალური მილის (ლეჟაკის) გაწმენდის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. კორპორატიული მომხმარებლებისთვის სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადად მილის გამოწმენდით. გთავაზობთ ფართო და კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც სისტემის რეგულარულ შემოწმებას გულისხმობს შესაძლო დაზიანებების წინასწარვე თავიდან ასაცილებლად. 

თბილისის მაცხოვრებლებსა და კორპორატიულ მომხმარებელს კანალიზაციის მწოლიარე მილის გაწმენდასთან ერთად მდგომი მილის (სტაიაკის) და კანალიზაციის ჭის გაწმენდასაც ვთავაზობთ. ჩვენი სანტექნიკოსები გაჭედილი მილების გასაწმენდად იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, როგორებიცაა კანალიზაციის გაწმენდა წნევით, ტროსით, გამორეცხვით, პნევმატური საწმენდით და ჭავლით. გარდა გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდის სამუშაოებისა, Handymen მომხმარებელს სთავაზობს სანტექნიკს გამოძახებით, რომელიც უზრუნველყოფს სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟსა და შეკეთებას, როგორიცაა ნიჟარა, უნიტაზი, ბიდე და სხვ.

დამატებითი სერვისები

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

სასმელი წყლის წერტილის შექმნა-შეკეთება-გაუქმება

სასმელი წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

ხშირად დასმული კითხვები

დიახ, ჩვენი სანტექნიკური სერვისები (და არამარტო) გათვლილია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისა და კომერციული ფართებისთვის.

პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაბინძურების ტიპსა და მილის სიგრძეზე, თუმცა საშუალოდ 1-2 საათს მოიცავს.

საკანალიზაციო მილების წნევით გაწმენდა სრულიად უსაფრთხოა, თუ სამუშაოს პროფესიონალი ასრულებს. წყლის მაღალი წნევა სწრაფად აშორებს ნარჩენებს მილის დაზიანების გარეშე. 

მეთოდი დამოკიდებულია მილის მდგომარეობაზე. ტროსი გამოიყენება მყარი ნარჩენებით დაბლოკვის შემთხვევაში, წნევით გაწმენდა იდეალურია, როცა მილის შიგნით დიდი რაოდენობით ნალექია დაგროვებული, ხოლო გამორეცხვა მილის საფუძვლიანი გაწმენდისთვის არის განკუთვნილი.