ზარის მოთხოვნა
WhatsApp icon Two

ხელოსნის გამოძახების სერვისი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის

ხელოსნები

საქართველოში სანდო და პროფესიონალი ხელოსნის პოვნა რთული და დროში გაწელილი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ სასწრაფოდ გჭირდებათ კონკრეტული სერვისით სარგებლობა. Handymen ამ პრობლემის იდეალურ გადაჭრას გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის გამოძახების სერვისის სახით, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ კორპორატიული მომხმარებლებისთვისაც არის განკუთვნილი. ჩვენი ხელოსნები მოგემსახურებიან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სანტექნიკის, ელექტროობის, უნივერსალური სამუშაოების, ავეჯის გადაზიდვის, კარის საკეტების ხელოსნისა და სხვა საჭიროებების შემთხვევაში.

რატომ უნდა გამოიძახოთ ხელოსანი Handymen-დან?

Handymen-ში სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ჩვენი ხელოსნები სრულყოფილ სამუშაოს გაგიწევენ და დაგეხმარებიან როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ფართებისა და ოფისების კეთილმოწყობაში. ჩვენს სერვისი რამდენიმე ფაქტორის გამო არის მომხმარებლისთვის მიმზიდველი: 

სისწრაფე და კომფორტი

ჩვენი ხელოსნები სამუშაოს ატარებენ სწრაფად და ეფექტურად და მაქსიმალურად ზრუნავენ პროცესში მომხმარებლის კომფორტზე. იქიდან გამომდინარე, რომ რიგი სერვისები დაკავშირებულია ფიზიკურ დისკომფორტთან, მნიშვნელოვანია, პროცესი დროში არ გაიწელოს და პრობლემა რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას. სისწრაფე ეხება როგორც გამოძახებისა და ლოდინის, ისე სამუშაოს მიმდინარეობის დროს. 

პროფესიონალიზმი

ჩვენს თითოეულ ხელოსანს წლების მანძილზე მიღებული აქვს გამოცდილება, რომელიც ეხმარება, სრულყოფილი სიზუსტით და უშეცდომოდ ჩაატაროს ესა თუ ის სამუშაო. მათივე გამოცდილების წყალობით, თანაბარი წარმატებით მუშაობენ პატარა და მასშტაბურ პროექტებზე, მარტივად ერგებიან ახალ გარემოს და, რაც მთავარია, როგორც პროფესიონალებს, აქვთ გაწაფული თვალი და სწრაფად პოულობენ პრობლემის წყაროს. 

მრავალფეროვანი სერვისები

კომპანიაში დასაქმებული ხელოსნები სხვადასხვა მიმართულებით სპეციალიზდებიან – სანტექნიკოსები, ელექტრიკოსები, უნივერსალური სპეციალისტები, კარის საკეტების ხელოსნები და სხვ. ეს ფაქტი ჩვენი სერვისების მრავალფეროვნებას განაპირობებს. ჩვენი სერვისების ჩამონათვალი: 

განსაკუთრებით კომფორტულია ის გარემოება, რომ მომხმარებელს ერთსა და იმავე სივრცეში შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ტიპის მომსახურება, რასაც თავად ჩვენი მუდმივი კლიენტებიც ხშირად აღნიშანვენ. 

ხელმისაწვდომი ფასები

ფიზიკურ და იურიდიულ მომხმარებელს Handymen სთავაზობს ხელმისაწვდომ და გამჭვირვალე ფასებს, ისევე, როგორც გადახდის მოქნილ პირობებს. ამასთან ერთად, მუდმივ მომხმარებელს რეგულარულად ვთავაზობთ სპეციალურ ფასდაკლებებს და ვაწვდით მათზე მორგებულ შეთავაზებებს. 

ხელოსნის სერვისი კომპანიებისთვისა და კომერციული ობიექტებისთვის

კორპორატიული მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანდო და დროული ტექნიკური მომსახურება, რადგან მცირე გართულებამაც კი შეიძლება დიდი ფინანსური დანაკარგი გამოიწვიოს. ჩვენი ხელოსნების გუნდს კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის წლების გამოცდილება აქვს. თითოეულ მათგანს უმუშავია სხვადასხვა სპეციფიკის ობიექტზე, რის გამოც მათთვის ახალ გარემოსთან ადაპტირება სირთულეს არ წარმოადგენს. 

ხელოსნის მომსახურება კომპანიებისთვის ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაზე, მათ შორის: 

  • ოფისები
  • მაღაზიები
  • რესტორნები
  • სასტუმროები
  • კლინიკები
  • სკოლები
  • ადგილობრივი ბიზნესები
  • საწყობები

ხელოსნის გამოძახების პროცესი

ჩვენი ხელოსანი გამოძახებით ხელმისაწვდომია და ძალიან მარტივი პროცესია. შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ  ტელეფონის ნომერზე +995500050100 და გაგვაცნოთ თქვენი პრობლემა ან მოთხოვნა საიტზევე გამოაგზავნოთ და ჩვენს ხელოსანს დაელოდოთ. 

შეჯამება

Handymen კერძო და იურიდიულ პირებს სთავაზობს ხელოსნის გამოძახების სანდო და პროფესიონალურ სერვისს, რომელიც აერთიანებს 80-ზე მეტ ტექნიკურ სამუშაოს. ჩვენი ხელოსნები გპირდებიან სწრაფ, კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას შეღავათიან ფასად.

 

 

FAQs

რა სერვისებს მოიცავს Handymen-ის ხელოსნის გამოძახების სერვისი?

Handymen-ის მომსახურება მოიცავს შემდეგი კატეგორიის სერვისებს: სანტექნიკა, გაჭედილი კანალიზაცია, შეცვლა, მონტაჟი, შეკეთება, ელექტროობა, ავეჯის აწყობა, საკეტების ხელოსნის მომსახურება და სხვა უნივერსალური სამუშაოები.

რა უპირატესობები აქვს კორპორატიული მომხმარებლებისთვის სერვისს?

კორპორატიული მომხმარებლებისთვის ხელოსნის გამოძახების სერვისი მოიცავს ინდივიდუალურ პაკეტებს, სწრაფ, პროფესიონალურ მომსახურებას 24/7-ზე და გადახდის მოქნილ პირობებს. 

რომელ საათებშია ხელმისაწვდომი სერვისი?

ჩვენი სერვისი ფიზიკური პირებისთვის მოქმედებს სამუშაო საათებში, თუმცა ხელოსნის მომსახურება იურიდიული პირებისთვის 24/7-ზეა შესაძლებელი სპეციალური პაკეტის ფარგლებში. 

როგორ ვისარგებლო სერვისით?

სერვისით სარგებლობისთვის დაგვირეკეთ ნომერზე ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს, აირჩიეთ საჭირო სერვისი, მიუთითეთ საჭირო დეტალები და ჩვენი პროფესიონალები მალევე მოვლენ ადგილზე. 

რა ღირს ხელოსნის გამოძახება?

სერვისების ფასები დამოკიდებულია სამუშაოს ტიპსა და სირთულეზე. ზუსტ ინფორმაციას ფასებთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციისას მიიღებთ.

შესაძლებელია თუ არა ონლაინ კონსულტაციის გავლა?

დიახ, შეგიძლიათ ონლაინ პირადად გაესაუბროთ Handymen-ის ხელოსანს თქვენთვის საინტერესო საკითხზე და ის სრულიად უფასო კონსულტაციას გაგიწევთ, ასევე, დაგეხმარებათ მომსახურების ფასის გამოთვლაში.