საკეტების ხელოსანი ახდებს კარის საკეტების დაყენება-შეკეთებას. ამისთვის საკეტების ხელოსანი გამოძახებით არის ხოლმე საჭირო. საკეტების ხელოსანი ადგილზე იღებს ზომებს და ამოწმებს კარის საკეტების მდგომარეობას მათ შესაკეთებლად.
ხშირ შემთხვევაში საკეტების ხელოსანი გვჭირდება მაშინ როდესაც საჭიროა:
- საკეტების შეცვლა;
- საკეტების შეკეთება;
- ახალი საკეტების დაყენება;
- ახალი კარის მონტაჟი.
საკეტების დაყენება / მონტაჟი
საკეტების დაყენება არის პროცესი, რომელიც მოიცავს ახალი საკეტების დამონტაჟებას კარზე. როგორც წესი ახალი საკეტების დაყენება ხდება ახალი კარის დაყენებისას. ჩვენი პროფესიონალი საკეტების ხელოსნები უზრუნველყოფენ თითოეული საკეტის სწორად და უსაფრთხოდ დაყენებას.
საკეტების შეკეთება
საკეტების შეკეთება საჭიროა მაშინ, როდესაც არსებული კარის საკეტი აღარ ფუნქციონირებს გამართულად. ასევე ეს ხდება მაშინ როდესაც საკეტის გახსნისას სირთულეებს ვაწყდებით. ჩვენი ხელოსნები უზრუნველყოფენ დაზიანებული საკეტების აღდგენას, რათა კვლავ დატოვოთ ძველი საკეტი.
საკეტების შეცვლა
საკეტების შეცვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არსებული საკეტი აღარ არის უსაფრთხო (ბევრ სხვადასხვა უცხო ადამიანს აქვს ობიექტის გასაღები) ან საჭიროა მისი განახლება. საკეტების შეცვლა შეიძლება იყოს ორნაირი:
საკეტის შეცვლა ამოჭრით
ამ შემთხვევაში, ძველი საკეტი ამოჭრით იხსნება, რაც საშუალებას იძლევა ახალი საკეტი უფრო მარტივად დავაყენოთ. ეს პროცესი საჭიროა, როდესაც საჭივაყენებთ ახალი ტიპის საკეტს, რომელიც განსხვავებულია წინასგან.
საკეტის შეცვლა ამოჭრის გარეშე
ამოჭრის გარეშე საკეტის შეცვლა გულისხმობს ძველი საკეტის პირდაპირი ჩანაცვლებას მის ადგილას. ეს არის მარტივი პროცესი, როდესაც ახალი საკეტი იდენტურია ძველის.
კარის ხელოსანი გამოძახებით
კარის ხელოსანი გამოძახებით არის კომფორტული მომსახურება, რომელიც გაძლევთ საშუალებას კარის საკეტთან დაკავშირებით მიიღოთ დახმარება ნებისმიერ დროს. ჩვენი პროფესიონალები უზრუნველყოფენ კარის მონტაჟს, საკეტების დაყენებას, შეკეთებას ან შეცვლას ადგილზე და თქვენთვის მოსახერხებელ დროს.
კომერციულ ობიექტზე საკეტების დაყენება
კომერციულ ობიექტზე საკეტების დაყენება მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს. კომერციულ ობიექტში ხშირად არის ძვირადღირებული მარაგები / აქტივები. ჩვენი ხელოსანი გამოძახებით უზრუნველყოფს ოფისებში, მაღაზიებში და სხვა კომერციულ ფართებში საკეტების მონტაჟს და შეკეთებას.
დამატებით რას მოიცავს საკეტების ხელოსნის მომსახურება?
- მეტალო კარის შეკეთება და საკეტის შეცვლა
- რკინის კარის შეკეთება და საკეტის შეცვლა
- ხის კარის შეკეთება და საკეტის შეცვლა
- მდფ კარის შეკეთება და საკეტის შეცვლა
- გასაღების ლოქერის მონტაჟი და შეცვლა
- ჩაკეტილი კარის გაღება