ავეჯის დაშლა-აწყობა და შეკეთება, როგორც წესი ხდება ავეჯის გადაზიდვის მომსახურების აღებასთან ერთად. ავეჯის დაშლის საჭიროება ხდება ან იურიდიული თუ ფიზიკური პირის ახალ ადგილზე გადასვლისას, ან ავეჯის მოშორებისას. თუკი ახალ ადგილზე გადასვლაა მიზანი, მაშინ დაშლილი ავეჯის აწყობაც აუცილებელ სერვისს წარმოადგენს. რაც შეეხება ავეჯის შეკეთებას – ამ სერვისს იღებენ მაშინ როცა არსებული ავეჯი დაზიანებულია, მაგრამ ექვემდებარება აღდგენას.
ავეჯის აწყობა
ავეჯის აწყობა არის საჭირო ახალი ავეჯის შეძენისას ან მისი ახალ ადგილზე გადატანისას. ხშირად ახალი ავეჯისას შეძენისას მის აწყობას ავეჯის მომწოდებელი არ უზრუნველყოფს. ხშირად ახალი ავეჯის აწყობა საკმაოდ რთული პროცედურაა და საჭიროებს ავეჯის ხელოსანი ს ჩარევას. პროფესიონალი ავეჯის ხელოსანი დროულად და ხარისხიანად შეძლებს თქვენთვის სასურველი ავეჯის აწყობას, იქნება ეს მაგიდის აწყობა, კარადის აწყობა, საწოლის აწყობა თუ სხვა ავეჯის აწყობა.
ავეჯის დაშლა
ავეჯის დაშლა საჭიროა, როდესაც ხდება ავეჯის გადატანა, მოხსნა ან მისი შეკეთების მიზნით დაშლა. ეს პროცესი მოითხოვს სიზუსტეს, რათა ავეჯის ნაწილები არ დაზიანდეს და მისი კვლავ აწყობა იყოს შესაძლებელი. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ავეჯის უსაფრთხო დაშლასა და ტრანსპორტირებას.
ავეჯის შეკეთება
ავეჯის შეკეთება საჭიროა, როდესაც არსებული ავეჯი დაზიანებულია, მაგრამ ექვემდებარება აღდგენას. ზოგ შემთვევაში ავეჯის შეკეთება იმაზე ძვირი შეიძლება დაჯდეს ვიდრე ახლის შეძენა. ამიტომ ჩვენს გუნდთან კონსულტაციით მიიღებთ საუკეთესო გადაწყვეტილებას. რბილი ავეჯის შეკეთება მოიცავს დივნებისა და სავარძლების აღდგენას, რათა ისინი ხელახლა გამოიყენოთ ხანგრძლივად და კომფორტულად.
ჩვენი ავეჯის დაშლა-აწყობის და შეკეთების სერვისი მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
- თაროს მონტაჟი და შეკეთება;
- კარადის აწყობა – ახალი ან დაშლილი კარადის აწყობა და მონტაჟი;
- სამზარეულოს აწყობა;
- კომოდის აწყობა და შეკეთება;
- საწოლის აწყობა და შეკეთება.