ზარის მოთხოვნა
WhatsApp icon Two

კანალიზაციის გაწმენდა წნევით

დაგვიკავშირდით

კანალიზაციის წნევით გაწმენდა ეფექტური მეთოდია, რომლის მიხედვითაც გაჭედილი მილების გასაწმენდად გამოიყენება წყალი მაღალი წნევით. ამ დროს წყლის ჭავშლი შედის მილებში და აშორებს დაგროვებულ ნარჩენებს.

რა შემთხვევაშია ეფექტური კანალიზაციის გაწმენდა წნევით?

Handymen-ის პროფესიონალი სანტექნიკი გამოძახებით თბილისის მაცხოვრებლებსა და კორპორატიულ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს კანალიზაციის წნევით გაწმენდისთვის.კანალიზაციის გაწმენდა წნევით განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს რთულად გაჭედილი მილების შემთხვევაში, რადგან წყლის წნევა საშუალებას იძლევა, მივწვდეთ ისეთ სიღრმეებს, სადაც მექანიკური მეთოდებით ვერ მივაღწევთ.წნევის გამოყენებით ნალექებსა და ნარჩენებს სრულად გამოვრეცხავთ და საკანალიზაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ხანგრძლივი პერიოდით უზრუნველვყოფთ. ამ მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია დიდი სისტემების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც მილების გაჭედვის რისკი მაღალია. წნევით გაწმენდას პროფილაქტიკისთვისაც მივმართავთ და უზრუნველვყოფთ, რომ სამომავლოდ მომხმარებელი სერიოზული პრობლემებისგან დავაზღვიოთ. 

კანალიზაციის წნევით რეცხვა კომერციული ობიექტებისთვის

კანალიზაციის წნევით გაწმენდის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. კორპორატიული მომხმარებლებისთვის სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადად მილის გამოწმენდით. გთავაზობთ ფართო და კომპლექსურ ხელოსნის მომსახურებას ოფისებისთვის, რომელიც სისტემის რეგულარულ შემოწმებას გულისხმობს შესაძლო დაზიანებების წინასწარვე თავიდან ასაცილებლად. თბილისის მაცხოვრებლებს ვთავაზობთ კანალიზაციის გაწმენდას, ტრაპისა და სხვა სანტექნიკური მოწყობილობების. ჩვენი სანტექნიკოსები მუშაობენ სხვადასხვა მეთოდით, როგორებიცაა გაწმენდა წნევით, ტროსით, პნევმატური საწმენდით და გამორეცხვით.

დამატებითი სერვისები

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

სასმელი წყლის წერტილის შექმნა-შეკეთება-გაუქმება

სასმელი წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

ხშირად დასმული კითხვები

დიახ, თითოეული ჩვენი სერვისი გათვლილია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის და შეგიძლიათ გამოიძახოთ ხელოსანი ოფისში.

კანალიზაციის გაწმენდის სერვისით სარგებლობისთვის დაგვირეკეთ ნომერზე ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს, აირჩიეთ საჭირო სერვისი, მიუთითეთ საჭირო დეტალები და ჩვენი პროფესიონალები მალევე მოვლენ ადგილზე. 

წნევით გაწმენდა აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში, მაშინ, როცა მექანიკური წმენდით შეიძლება უფრო ღრმა წერტილები ეფექტურად ვერ გასუფთავდეს.

კანალიზაციის წნევით გაწმენდა რეკომენდირებულია ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ მილების გაჭედვა და სხვა დაზიანებები.

წნევით გაწმენდა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია რთულად მისაწვდომი ადგილების გასაწმენდად. მაღალი წნევის წყალი მილებიდან სწრაფად აშორებს ნარჩენებსა და ნალექებს.