სიფონი არის სანტექნიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება წყლის დრენაჟის სისტემებში, მაგალითად, ნიჟარებში, აბაზანებსა და უნიტაზებში. სიფონის მთავარი ფუნქციაა წყლისგან მსხვილ ნაწილაკების გამოყოფა და საკანალიზაციო სისტემიდან ცუდი სუნისა და ბაქტერიების შეკავება. სიფონის მრუდიან ნაწილში ყოველთვის რჩება წყლის პატარა რაოდენობა. ეს წყალი ქმნის ბარიერს, რომელიც კანალიზაციის სუნს ბლოკავს. მოშვებისას წყალი გადის სიფონიდან, ხოლო მრუდში ახალი წყალი დგება ბარიერის შესაქმნელად.
ამ ერთი შეხედვით მარტივ მექანიზმზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და, შესაბამისად, მისი დაზიანება უსიამოვნებებს ქმნის. Handymen-ის სანტექნიკოსი გამოძახებით დაგეხმარებათ სიფონის შეკეთებაში, მის შეცვლასა და ახლის მონტაჟში.
სიფონის შეკეთება
თუ შენიშნეთ, რომ ნიჟარიდან გამავალი წყალი წვეთავს, სიფონს შეკეთება სჭირდება. ჩვენი სანტექნიკოსები გამოიკვლევენ პრობლემის წყაროს და დაზიანებულ სიფონს შეაკეთებენ. ამ გზით თავიდან აიცილებთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას - წყლის გაჟონვას.
სიფონის შეცვლა
იმ შემთხვევაში, თუ სიფონი ძალიან არის დაზიანებული და შეკეთებას არ ექვემდებარება, მის გამოცვლას გირჩევთ. ჩვენი სერვისი მოიცავს სიფონის სწრაფად და ხარისხიანად შეცვლას, რაც სამომავლოდ წყალგაყვანილობის სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
სიფონის მონტაჟი
ახალი სიფონი უნდა დამონტაჟდეს სანტექნიკური სისტემის ან ნიჟარის შეცვლისას. სწორი მონტაჟი, როგორც სხვა სანტექნიკური მოწყობილობების შემთხვევაში, აქაც აუცილებელი პირობაა ისეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა წყლის ჟონვა, უსიამოვნო სუნი, წყლის დრენაჟის გაუმართავობა და სხვ. ჩვენი სანტექნიკოსების მომსახურება სამომავლოდ ამ პრობლემებისგან დაგაზღვევთ.
სიფონის შეკეთება & მონტაჟი კომერციული ობიექტებისთვის
Handymen კერძო პირების გარდა სიფონის შეკეთების, შეცვლისა და მონტაჟისა და სრული ხელოსნის სერვისს სთავაზობს კომერციულ ობიექტებსაც. სიფონის სწორად დამონტაჟება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ობიექტებისთვის, როგორებიცაა რესტორნები, სასტუმროები და მათთან ერთად ოფისებისთვისაც. ჩვენი სერვისი მოიცავს რეგულარულ შემოწმებას, ტექნიკურ მომსახურებასა და სიფონის დროულ შეცვლას, შეკეთებასა და მონტაჟს.