ზარის მოთხოვნა

როგორ უზრუნველყოფს Handymen ავეჯის გადატანას ახალ ოფისში?

handyman repairing table

ახალ ოფისში გადასვლას თან ახლავს ბევრი უსიამოვნო და დამღლელი მომენტი, მათ შორის, ავეჯისა და მოწყობილობების გადატანა. Handymen გთავაზობთ ავეჯის გადაზიდვის პროფესიონალურ სერვისს, რომელიც ახალ ოფისში ავეჯის გადატანის ყველა ეტაპს მოიცავს დაშლიდან აწყობის ჩათვლით. 

რა მოიცავს ავეჯის გადაზიდვის სერვისი?

ავეჯის გადაზიდვის სერვისი მოიცავს ავეჯის დაშლა-აწყობასა და გადატანას. 

ავეჯის დაშლა

როგორც წესი, საოფისე ავეჯს გადასატანად ყოველთვის სჭირდება დაშლა, განსაკუთრებით მაგიდებს, კარადებს და სხვ. ჩვენი ხელოსნები ფრთხილად, დაზიანების გარეშე დაშლიან ავეჯს და მოამზადებენ გადასაზიდად. 

ავეჯის გადაზიდვა

ჩვენი გუნდი დაშლილ ავეჯს მოათავსებს შესაბამის ტრანსპორტში და უსაფრთხოდ და ორგანიზებულად მიიტანს დანიშნულების ადგილამდე. 

ავეჯის აწყობა

ხელოსნები ტრანსპორტირებულ ავეჯს ადგილზე სწრაფად და სწორად ააწყობენ. ავეჯის აწყობის სერვისი მოიცავს როგორც თაროების, მაგიდებისა და მსგავსი მარტივი ნივთების, ისე სამზარეულოს ავეჯის აწყობას

რატომ უნდა ისარგებლოთ Handymen-ის ავეჯის გადაზიდვის სერვისით?

  • პროფესიონალიზმი და სანდოობა: ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ავეჯის უსაფრთხო, სწრაფ და შეუფერხებელ გადაზიდვას უზრუნველყოფენ.
  • სისწრაფე და მოქნილობა: Handymen გთავაზობთ თქვენს განრიგზე მორგებულ ხელოსნის გამოძახების მომსახურებას. 
  • უსაფრთხოება: ავეჯის გადატანისას ვითვალისწინებთ უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომას, რათა ავეჯი არ დაზიანდეს და ადგილზე პირვანდელი სახით  მივიდეს.

საოფისე და საოჯახო ავეჯის გადაზიდვა თბილისში

თუ თქვენ ეძებთ თბილისში საოფისე ან საყოფაცხოვრებო ავეჯის გადატანას, ჩვენი სერვისი თქვენთვის საიმედო და ეფექტური არჩევანია. ჩვენი გუნდი მზად არის უპრობლემოდ უზრუნველყოს ავეჯის გადაადგილება, დაზღვევისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით. იქნება ეს საოფისე ავეჯის გადაადგილება თუ თქვენი სახლის ავეჯის გადატანა, ჩვენ ყველა ტიპის ავეჯის გადატანას სიფრთხილით ვეკიდებით. დეტალური ინფორმაციისთვისა და ხელოსნის კომპანიებისთვის მომსახურების შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995500050100

 

FAQs

რას მოიცავს Handymen-ის ავეჯის გადატანის სერვისი?

ჩვენი სერვისი მოიცავს ავეჯის დაშლას, გადატანასა და აწყობას ახალ ლოკაციაზე. 

რამდენ ხანში ხდება ავეჯის გადატანა?

ავეჯის გადატანის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მანძილზე, გადასაზიდი ავეჯის რაოდენობაზე და სხვ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პროცესი სწრაფად და ეფექტურად შესრულდეს.

რა ზომებს მიმართავთ იმისთვის, რომ ავეჯი არ დაზიანდეს? 

ჩვენი გუნდი იყენებს დამცავ მასალებსა და ტრანსპორტირების უსაფრთხო მეთოდებს, რათა ავეჯი დაზიანების გარეშე მივიდეს ახალ ოფისში.

მოიცავს თუ არა თქვენი მომსახურება ავეჯის აწყობას ახალ ოფისში?

დიახ, ჩვენი სერვისი მოიცავს არა მხოლოდ ავეჯის გადატანას, არამედ მის დაშლა-აწყობასაც.

რა ტიპის ავეჯის დაშლა-აწყობა შეგიძლიათ?

ჩვენი ხელოსნები დაგეხმარებიან თაროების, მაგიდების, სკამების, კარადების, სამზარეულოს ავეჯისა და სხვა ავეჯის გადატანაში. 

რომელ ქალაქებშია ხელმისაწვდომი ავეჯის გადაზიდვის სერვისი?

Handymen-ის ავეჯის გადაზიდვის სერვისი ხელმისაწვდომია თბილისში.