ზარის მოთხოვნა
WhatsApp icon Two

სასმელი წყლის წერტილის შექმნა-შეკეთება-გაუქმება

დაგვიკავშირდით

ნებისმიერი შიდა სივრცის ინფრასტრუქტურაში წყლის წერტილს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, შესაბამისად, აუცილებელია მისი სწორად დამონტაჟება. სუფთა წყლისა და კანალიზაციის წერტილის სწორი მონტაჟი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და უსიამოვნო სიურპრიზებისგან გაზღვევთ. ამ ყველაფერში Handymen-ის ხელოსნები დაგეხმარებიან. 

წყლის წერტილის შექმნა და მონტაჟი

წყლის წერტილის დამონტაჟება ახალი წყლის სისტემის შექმნას ნიშნავს, რაც მოიცავს სუფთა წყლისა და კანალიზაციის წერტილების გაკეთებას. ორივე მათგანი მნიშვნელოვანი პროცესია და შემდგომი სანტექნიკური გაუმართავობების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საქმე პროფესიონალს მიანდოთ. 

სუფთა წყლის წერტილის შექმნა აუცილებელია სასმელი წყლის უწყვეტად მოწოდებისთვის. ჩვენი სერვისი უსაფრთხო და სანდო სისტემის მონტაჟს გთავაზობთ, რაც, პირველ რიგში, საჭიროა თქვენი ჯანმრთელობისთვის და ასევე მილებში ჟანგის გაჩენის საპრევენციოდ. ეს უკანასკნელი შემდგომში სისტემის გაუმართაობასა და დამატებით ხარჯებში შეიძლება გამოვლინდეს. 

წყლის წერტილის შეკეთება

თუ წყლის გაჟონვის დიაგნოსტიკამ აჩვენა, რომ რომელიმე წერტილი დაზიანებულია, აუცილებელია, დროულად მიმართოთ პროფესიონალს, რომ პრობლემა საწყის ეტაპზე მოგვარდეს ზედმეტი გართულებების გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, Handymen-ის სანტექნიკი გამოძახებით დაგეხმარებათ წყლის წერტილის გაუქმებაში.

წყლის წერტილის გაუქმება

წყლის წერტილის გაუქმება საჭიროა რამდენიმე შემთხვევაში: როდესაც სისტემა უფუნქციოა, სივრცის განლაგებას ცვლით, ოთახს არემონტებთ ან ახალი წერტილის შექმნა გსურთ. გაუქმება მაშინაც შეიძლება დაგჭირდეთ, თუ არსებული წყლის წერტილი დაზიანებულია. Handymen-ის სანტექნიკოსები ჩამოთვლილიდან ნებისმიერ შემთხვევაში მოგაწვდიან სრულყოფილ სერვისს.  

წყლის წერტილის გაუქმება გამონგრევით

აქტიური წყლის წერტილის სრული გაუქმებისთვის წერტილის გარშემო არსებული კედლის ან იატაკის დემონტაჟია საჭირო. ამ მეთოდს მაშინ მივმართავთ, როდესაც მილები რთულად მისადგომია და სხვა გამოსავალი არ არის. მიუხედავად ამისა, ხელოსანი სუფთად და უსაფრთხოდ გამოანგრევს კედელსა თუ იატაკს ისე, რომ სამომავლოდ ადგილის სხვა დანიშნულებით გამოყენება შეძლოთ.

წყლის წერტილის გაუქმება გამონგრევის გარეშე

თუ ზედაპირების დაზიანება არ გსურთ და წყლის წერტილის მდებარეობა ამის საშუალებას იძლევა, ხელოსანს წყლის წერტილის გაუქმება გამონგრევის გარეშეც შეუძლია. ეს მეთოდი გულისხმობს წყლის მილისა და წერტილის დალუქვას სპეციალური საშუალებებით, რაც სისტემას ჰერმეტულობას აძლევს.

სერვისი კორპორატიული მომხმარებლებისთვის

Წყლის წერტილის მონტაჟის, შეკეთებისა და გაუქმების სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული მომხმარებლებისთვის. Handymen ბიზნესის მფლობელებს სწრაფ და ხარისხიან ხელოსნის გამოძახების სერვისს სთავაზობს. ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს საჭიროებებზე და უზრუნველყოფს სისტემების რეგულარულ შემოწმებასაც.

დამატებითი სერვისები

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

სასმელი წყლის წერტილის შექმნა-შეკეთება-გაუქმება

სასმელი წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

წყლის ფილტრის შეცვლა და მონტაჟი

ხშირად დასმული კითხვები

თანამედროვე აპარატურისა და გამოცდილი პროფესიონალების დამსახურებით, წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა სწრაფად იძლევა ზუსტ შედეგებს, რაც პრობლემის ოპერატიულ გადაჭრას უზრუნველყოფს.

საპრესი აპარატი გამოიყენება მაშინ, როცა წყლის მილებში წნევის კლებაზე დაკვირვებაა საჭირო, რაც საბოლოოდ მიუთითებს მცირე და დაფარულ გაჟონვებზე.

თერმო კამერა ტემპერატურის ცვლილების საშუალებით მიუთითებს გაჟონვის ზუსტ წყაროზე ზედაპირის დაზიანების გარეშე.

არა, ჩვენი სანტექნიკოსები იყენებენ თანამედროვე აპარატურას, რაც საშუალებას აძლევთ, ზედაპირის დაზიანების გარეშე მიაგნონ გაჟონვის წყაროს. 

თუ წყალი მეზობელთან ჩადის და სადარბაზოს ან/და სახლის კედლები სველდება, ეს ნიშნავს, რომ მილი დაზიანებულია და წყალი ჟონავს.