ახალი ფართის მოწყობისას ან ძველის გარემონტებისას შეიძლება დაგჭირდეთ ახალი კანალიზაციის წერტილის შექმნა ან ძველი კანალიზაციის წერტილის შეკეთება / გაუქმება. ჩვენ გთავაზობთ სანდო და ხარისხიან სანტექნიკურ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კანალიზაციის გამართულ მუშაობას.
კანალიზაციის წერტილის შექმნა
ახალი საპირფარეშოსი ან აბაზანის მოწყობისას აუცილებელია ახალი კანალიზაციის წერტილის შექმნა. კანალიზაციის ახალი წერტილის შექმნისას კომერციულ ფართს / საცხოვრებელ სახლს ექმნება დამატებითი კავშირი ცენტრალურ კანალიზაციასთან. ეს გვაძლევს საშუალებას გავუშვათ ჭუჭყიანი წყალი ცენტრალურ კანალიზაციაში ახალი წერტილიდან. როგორც წესი ასეთი სერვისი მოთხოვნადია ახალი ფართის პირველადი მოწყობისას ან არსებული ფართის გაფართოებისას. ასეთ დროს აუცილებელია კანალიზაციის ახალი წერილის შექმნა დაავალოთ პროფესიონალ სანტექნიკოსს. პროფესიონალი სანტექნიკოსი დროულად და ეფექტიანად მოაგვარებს ახალი კანალიზაციის წერტილის შექმნის დავალებას.
კანალიზაციის წერტილის შეკეთება
არსებული კანალიზაციის წერტილი შეიძლება იყო დაზიანებული ან მოძველებული. ასეთ დროს აუცილებელია მისი დროზე შეკეთება შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ამისთვის შეიძლება დაგჭირდეთ სანტექნიკი გამოძახებით, რომელიც სწრაფად და პროფესიონალურად აღადგენს კანალიზაციის ფუნქციონირებას.
კანალიზაციის წერტილის გაუქმება
გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლოა დაგჭირდეთ კანალიზაციის წერტილის გაუქმება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ხდება შენობის რეკონსტრუქცია ან ზოგიერთი წერტილის ფუნქცია უქმდება. ჩვენ ვუზრუნველყოფთ წერტილის გაუქმების სერვისს უსაფრთხოდ და ტექნიკური მოთხოვნების სრული დაცვით.
კანალიზაციის წერტილის შექმნა კორპორატიული მომხმარებლებისთვის
კანალიზაციის წერტილის შექმნა თავისთავად აუცილებელია ბიზნესის ნებისმიერი ახალი ობიექტის გახსნისას: იქნება ეს ოფისი, სუპერმარკეტი, აფთიაქი, თუ სილამაზის სალონი. ამავდროულად უკვე არსებული კანალიზაციის წერილის გამართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთა კმაყოფილებისთვის და თანამშრომლებისთვისაც. კორპორატიულ მომხმარებლებს წყლის გადინება საცალო მომხმარებელზე უფრო მეტი აქვს.ამიტომ, ხელოსანი გამოძახებით ოფისისთვის, საწყობისთვის და სხვა კომერციული ობიექტისთვის მნიშვნელოვანესი სერვისია, რომელიც დროულად აარიდებს ბიზნესს ზედმეტი ხარჯებისგან და შეინარჩუნებს მის ნდობას მომხმარებლებში და თანამშრომლებში.