ზარის მოთხოვნა
WhatsApp icon Two

Handymen-ის პროფესიონალური ხელოსნის მომსახურებები ბიზნეს სექტორისთვის

სანტექნიკის მომსახურება თბილისში

ბიზნეს სექტორში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენად გამართულად და შეუფერხებლად მუშაობს ამა თუ იმ კომერციული ობიექტისა და ოფისის კონკრეტული სისტემები. Handymen ბიზნესის მფლობელებს სთავაზობს ხელოსნის პროფესიონალურ მომსახურებებს გამოძახებით, რაც ფარავს სანტექნიკის, ელექტროობის, ავეჯის დაშლა-აწყობას, მოწყობილობების შეცვლა/შეკეთებასა და სხვა უნივერსალურ სამუშაოებს. დღევანდელ სტატიაში დაწვრილებით მოგიყვებით ჩვენთან თანამშრომლობის პროცესის შესახებ. 

ხელოსნის მომსახურება ოფისებისა და კომპანიებისთვის

Handymen-ის ხელოსნის გამოძახების სერვისი ბიზნეს სექტორისთვის მოიცავს სამუშაოების რამდენიმე მიმართულებას, რომლებსაც ქვევით განვიხილავთ:

სანტექნიკა

ჩვენი ხელოსნები გთავაზობენ პროფესიონალურ სანტექნიკურ მომსახურებას, რომელიც აერთიანებს სამუშაოებს მილების შეკეთების, წყლის სისტემების გამართვისა და ა.შ. ჩათვლით. სანტექნიკის გამოძახების სერვისი უკვე დიდი ხანია, იმსახურებს ჩვენი მომხმარებლის ნდობას. განსაკუთრებით ხშირად მოგვმართავენ წყლის გაჟონვის დიაგნოსტიკის, ონკანის შეკეთებისა თუ სისტემის სრული განახლების მიზნით. 

გაჭედილი კანალიზაცია

კანალიზაციის გაჭედილი მილები საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, მით უფრო, ბიზნეს სექტორისთვის და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. ჩვენი გუნდი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით წმენდს კანალიზაციის მილებს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. სამუშაო სრულდება სწრაფად და ეფექტურად. 

შეცვლა

ტექნიკისა და ცალკეული მოწყობილობების დროული შეცვლა აუცილებელია კომფორტისა და, ხშირ შემთხვევაში, უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ჩვენი ხელოსნები გთავაზობენ ონკანების, მილების, უნიტაზის, ბიდეს და სხვა მოწყობილობების სწრაფ, პროფესიონალურ და უსაფრთხო შეცვლას.

ტექნიკის მონტაჟი

Handymen-ის ხელოსნები უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტიპის ტექნიკის მონტაჟს, მათ შორის წყლის გამაცხელებლების, სააბაზანოსა და სამზარეულოს მოწყობილობების ინსტალაციას. სერვისი მოიცავს ტექნიკის სწორად დამონტაჟებას ისე, რომ სრულფასოვნად იფუნქციონიროს დიდი ხნის განმავლობაში და სამომავლო პრობლემების რისკი მინიმუმამდე იყოს შემცირებული. 

ავეჯის შეკეთება

ოფისებისა და კომერციული ობიექტებისთვის ავეჯის დაზიანება დიდი პრობლემაა, რადგან ამით დისკომფორტი ექმნებათ თანამშრომლებსა და მომხმარებელს. ჩვენი სერვისი მოიცავს ავეჯის სწრაფ შეკეთებას. ამასთან ერთად, ჩვენი შესაბამისი ჯგუფი დაგესხმარებათ ავეჯის გადატანაშიც.

ელექტროობა

ელექტრიკი გამოძახებით ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბიზნესისთვის. ჩვენი გუნდი გთავაზობთ როგორც ელექტრო სისტემების მონტაჟს, ასევე დაზიანებული მოწყობილობების შეკეთების სერვისს. სერვისი უზრუნველყოფს უსაფრთხო და გამართულად მომუშავე ელექტრო სისტემებს.

უნივერსალური სამუშაოები

Handymen გთავაზობთ მრავალპროფილიან ტექნიკურ მომსახურებას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის სამუშაოს, მათ შორის ელექტრიკას, სანტექნიკას, ავეჯის შეკეთებას, კარის ხელოსნის მომსახურებას და სხვ. ჩვენი გუნდი მზად არის, თქვენს ბიზნესს ნებისმიერი ტექნიკური საკითხის მოგვარებაში დაეხმაროს.

Handymen-ის პაკეტები ბიზნეს სექტორისთვის

1. დამონტაჟების პაკეტი 

დამონტაჟების პაკეტი მოიცავს ახალი სამონტაჟო სერვისების სრულ სპექტრს სანტექნიკის, ელექტროობისა და კანალიზაციის ჩათვლით. გათვლილია ბიზნესებზე, რომლებიც ხსნიან ახალ ობიექტებს ან არემონტებენ ძველს. მოიცავს დიაგნოსტიკას, სამოქმედო გეგმის შედგენასა და ტექნიკის/მოწყობილობების მონტაჟს.

2. ყოველთვიური შემოწმება/შეკეთება (1 სერვისი)

პაკეტში შედის ერთი კონკრეტული სისტემის ყოველთვიური შემოწმება და შეკეთება – სანტექნიკა, ელექტროობა ან კანალიზაცია. სერვისი მოიცავს დიაგნოსტიკას, ხარვეზების შეკეთებასა და პრევენციულ სამუშაოებს იმისთვის, რომ სისტემის სწორი ფუნქციონირება შენარჩუნდეს.

3. ყოველთვიური შემოწმება/შეკეთება (ყველა სერვისი)

მოცემული პაკეტი გულისხმობს ყველა სისტემის შემოწმებასა და შეკეთებას ყოველთვიურად. მოიცავს რეგულარულ შემოწმებას, დიაგნოსტიკას და საჭიროებისამებრ ნებისმიერი სისტემის შემადგენელი კომპონენტის შეკეთებას.

4. სასწრაფო შეკეთება

აღნიშნული პაკეტი მოიცავს მოულოდნელი პრობლემებისა თუ დაზიანების სასწრაფოდ შეკეთებას. ეს სერვისი დანარჩენებისგან ხელმისაწვდომობით გამოირჩევა, ვინაიდან მისი მფლობელები შეძლებენ ჩვენი ხელოსნების გამოძახებას დღე-ღამისა და კვირის ნებისმიერ მონაკვეთში.

5. სისტემის განახლება

პაკეტი შექმნილია ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი სისტემების განახლება. სერვისი მოიცავს არსებული მდგომარეობის შეფასებას, რეკომენდაციებს განახლებასთან დაკავშირებით და მოძველებული აღჭურვილობის სრულ შეცვლას.

რატომ უნდა აირჩიოთ Handymen-ის ხელოსნის გამოძახების სერვისი ბიზნესისთვის?

ჩვენი პროფესიონალური სერვისების მთავარი უპირატესობა გამოცდილება, მომსახურების მაღალი ხარისხი და დროში ეფექტურობაა. ჩვენი გამოცდილი ხელოსნის მომსახურება კომპანიებისთვის სრულყოფილად დააკმაყოფილებს თქვენს კორპორატიულ მოთხოვნებს. გთავაზობთ სწრაფ და თქვენს ბიზნესზე მოქნილ სერვისებს სანტექნიკის, ელექტროობის, ავეჯის გადაზიდვისა და სხვა უნივერსალური სამუშაოების ჩათვლით.  Handymen ტექნიკური პრობლემების დროულ და ეფექტურ მოგვარებაში დაგეხმარებათ. 

 

FAQs

რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ კორპორატიულ კლიენტებს?

ჩვენი სერვისები მოიცავს სანტექნიკას, ელექტროობას, ავეჯის აწყობას, შეკეთება/შეცვლა/მონტაჟსა და სხვა უნივერსალურ სამუშაოებს.

რა ტიპის ობიექტებზე ვრცელდება მომსახურება?

სერვისი ვრცელდება ოფისებზე, მაღაზიებზე, რესტორნებზე და სხვა კომერციულ ფართებზე.

არის თუ არა მომსახურება ხელმისაწვდომი 24/7?

დიახ, ჩვენი ერთ-ერთი პაკეტი ბიზნეს სექტორისთვის მოიცავს ხელოსნის მომსახურებას კვირის ნებისმიერ დღეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. 

არის თუ არა ხელოსნის მომსახურება ფიზიკურ პირებისთვის ხელმისაწვდომი?

დიახ, ჩვენი სერვისები გათვლილია ფიზიკურ პირებზეც.

შესაძლებელია თუ არა ონლაინ კონსულტაციის გავლა?

დიახ, შეგიძლიათ ონლაინ პირადად გაესაუბროთ Handymen-ის ხელოსანს თქვენთვის საინტერესო საკითხზე და ის სრულიად უფასო კონსულტაციას გაგიწევთ.